Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მარტოხელა მოხუცები დახმარების გარეშე არ დარჩებიან – თბილისის მერია აქციას აგრძელებს

© Sputnik / Shota Nozadzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამმა კერძო კომპანიამ შეჭირვებული ასაკოვანი ადამიანებისთვის ვირუსისგან დამცავი ფარები და პროდუქტები შეიძინა.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. მარტოხელა მოხუცები და შეჭირვებული პენსიონერები ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე არ დარჩებიან – თბილისის მერია მათ დახმარებას აგრძელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ Facebook-გვერდზე ონლაინ–ჩართვისას განაცხადა, იწყება ხანდაზმულთა საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი.

თბილისის რაიონულ ადმინისტრაციებს სამმა კომპანიამ ასაკოვანი ადამიანებისთვის 7,5 ათასი დამცავი ფარი გადასცა. კალაძემ საქართველოში წითელი ჯვარის საზოგადოებას, კერძო კომპანიებს და მოხალისეებს მადლობა გადაუხადა. 

ხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ ერთობლივი აქცია - Sputnik საქართველო
ხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ კამპანია მასშტაბური ხდება

„ათივე რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოხალისეები კონკრეტულ მისამართებზე ამანათებს დღეიდან მიიტანენ. მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს-სექტორს, განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო რიგითი ადამიანებისადმი, რომლებმაც მზრუნველობამოკლებული ადამიანებისთვის პროდუქტები შეაგროვეს. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველაფერი ადრესატამდე მივიდეს“, – განაცხადა კალაძემ.

კომპანიებს, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც საქველმოქმედო აქციაში ჩართვის სურვილი აქვთ, შეუძლიათ პროდუქტები მიიტანონ მისამართზე - ბელიაშვილის ქუჩა, 5.

წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ შედგენილ პირველადი მოხმარების პროდუქტების ჩამონათვალში შედის შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ფქვილი, მარილი, ლობიო, ორცხობილა, ასევე მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები.

მოხალისეებმა, ვისაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ასაკოვან ადამიანებს, უნდა დარეკონ მერიის (032)2722222) და წითელი ჯვრის (0800 000 018) ცხელ ხაზზე.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ასაკოვანი ადამიანები რისკ-ჯგუფში შედიან. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ყველა ახალი ამბავი
0