ხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ კამპანია მასშტაბური ხდება

© Sputnik / Shota Nozadzeხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ ერთობლივი აქცია
ხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ ერთობლივი აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო კომპანია „არქიმ“ თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათი და პირველადი საჭიროების მქონე ნივთები გადასცა

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისის მერია და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტისა და პირველადი საჭიროების მქონე ნივთების უზრუნველყოფის მიზნით კამპანიას აგრძელებს.

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა სახის კამპანიას. ამ აქტივობების ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.

© Sputnik / Shota Nozadzeხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ ერთობლივი აქცია
ხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ კამპანია მასშტაბური ხდება - Sputnik საქართველო
ხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ ერთობლივი აქცია

კორონავირუსის წინააღმდეგ გაერთიანდნენ ექიმები, ჟურნალისტები, პოლიციელები, დეპუტატები, ბიზნესმენები, კომპანიები, რესტორნები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, მთავრობა და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა.

შეიქმნა პლატფორმა, რომელმაც გააერთიანა რიგითი მოქალაქეები. სოციალურ ქსელში გამოჩნდა მოხალისეთა ჯგუფი „ოთხი მარიამი“. „წითელმა ჯვარმა“ მოხალისეების გადამზადება დაიწყო. „დედების ფონდი“ მზადაა ხანდაზმულებს სახლში მიაწოდოს საკვები. უამრავმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია გაიღო. არც შინაური ცხოველები დავიწყებიათ და დარიგდა ასობით ტომარა საკვები. ხანდაზმულებს დაურიგდათ საყოფაცხოვრებო ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები.

© Sputnik / Shota Nozadzeხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ ერთობლივი აქცია
ხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ კამპანია მასშტაბური ხდება - Sputnik საქართველო
ხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ ერთობლივი აქცია

კომპანიამ „არემჯიმ“ რომელიც ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული, COVID-19 კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 1 000 000 ლარი #StopCoV ფონდში გადარიცხა.

დღეს კი სამშენებლო კომპანია „არქიმ“ თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათი გადასცა.

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რაიონის გამგებლები და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ დაესწრო.

თბილისის მერის განცხადებით, ბიზნესსექტორის მხრიდან აქტიური თანადგომა და მხარდაჭერაა.

„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად უჭირს. ბიზნესმა გამოთქვა პროცესში ჩართვის სურვილი. დღეს „არქის“ წარმომადგენლებმა მოიტანეს შესაბამისი პროდუქტები, რათა დღეიდან გადავანაწილოთ და დავარიგოთ თბილისის ათივე რაიონში კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ პროექტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ნიდერლანდებში და გერმანიაში დარჩენილ ქართველებს საელჩოები საცხოვრებლით უზრუნველყოფენ

მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც დახმარების მიღების სურვილი აქვთ, უნდა დარეგისტრირდნენ მერიის „ცხელ ხაზზე“ – 2 72 22 22.

25  მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

© Sputnik / Shota Nozadzeხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ ერთობლივი აქცია
ხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ კამპანია მასშტაბური ხდება - Sputnik საქართველო
ხანდაზმულების დასახმარებლად თბილისის მერიისა და „წითელი ჯვრის“ ერთობლივი აქცია

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0