მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ტიტანიკზე“ შემზარავი: შავი ზღვის ფსკერზე ჩაძირული გემი „არმენია“ იპოვეს

© photo: Sputnik / V. Basaevich / გადასვლა მედიაბანკშიგემი „არმენია“
გემი „არმენია“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ თბომავლის ჩაძირვა საზღვაო კატასტროფების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენადაა მიჩნეული. დაუდასტურებელი მონაცემებით, „არმენიის“ ბორტზე 6-დან 10 ათასამდე ლტოლვილი და დაჭრილი იმყოფებოდა

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე, ყირიმის სანაპიროდან დაახლოებით 15 მილის დაშორებით, იპოვეს თბომავალი „არმენია“, რომელიც გერმანიის ავიაციამ 1941 წელს ჩაძირა. ამის შესახებ საუბარია რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მიჩნეულია, რომ ხომალდის ჩაძირვა საზღვაო კატასტროფების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა. დაუდასტურებელი მონაცემებით, „არმენიის“ ბორტზე 6-დან 10 ათასამდე ლტოლვილი და დაჭრილი იმყოფებოდა.

გემის აღმოჩენა შესაძლებელი გახდა დისტანციური მართვის წყალქვეშა აპარატის მეშვეობით. „არმენია“ 1500 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

თამაზ ჭეიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი პატიმრების ნამღერი მეგრული „ნანა“ ვენის ციხეში და იქაური კამერა-ლუქსები

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „ობიექტი დგას სწორ კილზე ერთიან ფრაგმენტად. გემის კორპუსი დაფარულია ლამით, მაგრამ არ აქვს ხილული ნაპრალები, რაც გამორიცხავს ტორპედოს მოხვედრის შედეგად მის დაზიანებას, როგორც ამას ოფიციალური ვერსია იტყობინებოდა“.

ამასთან, აღნიშნულია, რომ გემბანი საშინლადაა დაზიანებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხომალდი ავიაციამ დაბომბა.

თბომავალი „არმენია“ 1928 წელს ლენინგრადში აიგო. დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ ის გადაკეთდა სანიტარულ ტრანსპორტად, რომელიც 950 ადამიანზე იყო გათვლილი.

1941 წლის 6 ნოემბერს „არმენიის“ ბორტზე სევასტოპოლში ევაკუაციის დროს რამდენიმე ათასი ადამიანი ავიდა - ზუსტი აღრიცხვა არ მიმდინარეობდა. მომდევნო დღეს, 7 ნოემბერს, ხომალდს გერმანულმა ავიაციამ შეუტია. გადარჩენა ერთეულებმა მოახერხეს.

ყველა ახალი ამბავი
0