თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 60 წლის მოქალაქე, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
დღეისთვის ქვეყანაში მთლიანობაში ინფიცირების 1678 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 1162, გარდაიცვალა 22 ადამიანი.
ამ დროისათვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 494 პირი მკურნალობს, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის საშუალო სიმძიმის, დანარჩენი პაციენტები თავს კარგად გრძნობენ.
განვლილ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსზე 128 807 ტესტი ჩატარდა.