Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პენსიონერებს მაისის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხებათ

© photo: Sputnikლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლიბერთი ბანკმა“ პენსიების წინასწარ ჩასარიცხად საკუთარი რესურსით 100 მილიონი ლარის მოცულობის პროგრამის განახორციელება აპრილში დაიწყო.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, რომლებიც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხრივ უფრო მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, მაისის თვის პენსია სოციალურ ბარათებზე დღეს ჩაერიცხებათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 486 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 149. გარდაიცვალა 6. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4833, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 571 ადამიანია. საქართველოს მთავრობა პენსიონერებს მიმართავს, დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და დარჩნენ სახლში. 

Liberty bank - Sputnik საქართველო
პენსია წინსწრებით და საკომისიოს გარეშე: „ლიბერთი ბანკი“ რიგების თავიდან აცილებას ცდილობს

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო „ლიბერთი ბანკმა", რომელიც პენსიონერებს ემსახურება, მარტში შეიმუშავა სპეციალური პროგრამა. იგი ბანკებში პენსიონერების მისვლის აუცილებლობის მაქსიმალურად შემცირებას ითვალისწინებს.

„ლიბერთი ბანკმა“ პენსიების წინასწარ ჩასარიცხად საკუთარი რესურსით 100 მილიონი ლარის მოცულობის პროგრამის განახორციელება აპრილში დაიწყო. პროგრამა შეეხება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს, რომლებიც არიან 70 წლის და ზევით. რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, მათი პენსიები ასევე წინასწარ ჩაირიცხება, ზუსტი თარიღი კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მომხმარებლის უმეტესობა პენსიის ჩარიცხვისას თანხის განაღდებას, ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას. იმის გამო, რომ ეს ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს და თავშეყრის ადგილებსაც ქმნის, ბანკმა წინასწარ ჩარიცხული პენსიით სარგებლობისთვის მომხმარებლებისთვის გარკვეული გრაფიკი შეიმუშავა.

რაც შეეხება თანხის განაღდებას, ამის შესაძლებლობა ექნება ყველა პენსიონერს ეტაპობრივად, „ლიბერთი ბანკის“ მერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით. ამ გრაფიკის სანახავად შექმნილია სპეციალური საიტი myliberty.ge, სადაც შესაძლებელია ნახვა, თუ როდის შეძლებს მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით სარგებლობას, ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 
Liberty bank - Sputnik საქართველო
პენსია წინსწრებით და საკომისიოს გარეშე: „ლიბერთი ბანკი“ რიგების თავიდან აცილებას ცდილობს

გარდა ამისა, მობილიზებულია სამსახური 08, რომელიც თითოეულ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთან განახორციელებს ავტომატურ ზარებს და შეტყობინებებს ნაღდი ფულით სარგებლობის თარიღის შესახებ და ასევე უპასუხებს მათ კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან. ზარი უფასოა.

საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წელია, მამაკაცებისთვის - 65. ასაკის მიხედვით პენსიის ოდენობა 220 ლარია.

საქართველოში 765,9 ათასზე მეტი პენსიონერია, აქედან 403,3 ათასზე მეტი 70 წელს გადაცილებული, 10,8 ათასი – 90 წელს გადაცილებული.

პენსიონერებმა 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილი პენსია მიიღეს. ახალი წლიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები 220 ლარის ნაცვლად იღებენ 264 ლარს. 70 წელს ზევით პენსიონერები კი, რომლებიც ასევე მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ, 1 ივლისიდან 300 ლარამდე პენსიას იღებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია 25 ლარით, ხოლო სხვა ასაკობრივი ჯგუფის პენსიონერებს 20 ლარით გაეზრდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0