პენსია წინსწრებით და საკომისიოს გარეშე: „ლიბერთი ბანკი“ რიგების თავიდან აცილებას ცდილობს

© photo: SputnikLiberty bank
Liberty bank - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარია შემწეობის გადახდაზე ინვალიდებისთვის, ობოლი და 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და სხვა კატეგორიის პირთათვის

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პენსიას არაასაკობრივად იღებენ, დღეიდან თანხის წინასწარ აღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხოდელის სიტყვებით, გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბანკებში რიგების თავიდან აცილებას კორონავირუსის გავრცელების პიკის პერიოდში.

ასაკოვანი ადამიანები - Sputnik საქართველო
70 წელს გადაცილებული პენსიონერები აპრილის თვის პენსიის მოხმარებას უკვე ხვალიდან შეძლებენ

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და, რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისი სერვისცენტრებსა და „ლიბერთის“ ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი სოციალური ბარათი, როგორც გადახდის ყველაზე უსაფრთხო საშუალება“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება.

პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებგვერდი www.myliberty.ge ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე – 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან – 208.

საქართელოს მთავრობამ მარტის ბოლოს აპრილის პენსია ჩაურიცხა უკლებლივ ყველა პენსიონერს, რათა  კორონავირუსის აფეთქების პერიოდში ისინი სახლიდან ზედმეტად არ გასულიყვნენ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0