70 წელს გადაცილებული პენსიონერები აპრილის თვის პენსიის მოხმარებას უკვე ხვალიდან შეძლებენ

© Sputnik / STRINGERასაკოვანი ადამიანები
ასაკოვანი ადამიანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანხის განაღდების შესაძლებლობა ყველა პენსიონერს ეტაპობრივად ექნება „ლიბერთი ბანკის“ მერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით.

თბილისი,  23 მარტი — Sputnik. 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს აპრილის თვის პენსია სოციალურ ბარათებზე წინასწარ ჩაერიცხებათ და თანხის გამოყენებას ისინი ხვალიდან შეძლებენ, განუცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

„უკვე ხვალიდან ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩარიცხული თანხებით ისარგებლონ და გადაიხადონ მხოლოდ ბარათით – მაღაზიებსა და აფთიაქებში. ბანკის დისტანციური მომსახურების ცენტრში კი ერთი ზარით შეძლებენ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.

ხანდაზმული ქალი  - Sputnik საქართველო
70 წელს გადაცილებული პენსიონრები აპრილის პენსიებს წინასწარ მიიღებენ

მისი თქმით, მომხმარებლის უმეტესობა პენსიის ჩარიცხვისას თანხის განაღდებას, ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ წინასწარ ჩარიცხული პენსიით სარგებლობას მომხმარებლები შეძლებენ ბარათით გადახდისას.

რაც შეეხება თანხის განაღდებას, ამის შესაძლებლობა ექნება ყველა პენსიონერს, ეტაპობრივად, „ლიბერთი ბანკის“ მერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით. ამ გრაფიკის სანახავად შეიქმნა სპეციალური საიტი myliberty.ge, სადაც შესაძლებელია ნახვა, თუ როდის შეძლებს მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით სარგებლობას.

„ლიბერთი ბანკის“ ვადაგასულ სოციალური ტიპის ბარათებს მოქმედების ვადა უგრძელდება>>

„ასევე მობილიზებულია სამსახური 08, რომელიც თითოეულ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთან განახორციელებს ავტომატურ ზარებს და შეტყობინებებს ნაღდი ფულით სარგებლობის თარიღის შესახებ და ასევე უპასუხებს მათ კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან. ზარი უფასოა. ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.

„ლიბერთი ბანკი“ პენსიების წინასწარ ჩასარიცხად საკუთარი რესურსით 100 მილიონი ლარის მოცულობის პროგრამის განახორციელებას იწყებს.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ვირუსის პიკური პერიოდი იწყება პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მეექვსე კვირას

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის ღამეს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოაცხადა.

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი 67 წლის ქალს დაუდგინდა, ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. ეპიდემიოლოგებმა ამ შემთხვევას შიდა გავრცელების ფაქტი უწოდეს. სპეციალისტების ვარაუდით, შიდა გავრცელება სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. ეპიდემიოლოგებმა 90 საკონტაქტო პირი დაადგინეს, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ეკატერინე ტიკარაძე: ოთხშაბათიდან შეგვიძლია მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება დავიწყოთ>>

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

ყველა ახალი ამბავი
0