https://sputnik-georgia.com/20200426/ilia-meore-minda-davloco-CVeni-xelisufleba-samRvdeloeba-xalxi-248336527.html
ილია მეორე: მინდა, დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება, ხალხი...
ილია მეორე: მინდა, დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება, ხალხი...
Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ აღნიშნა, რომ ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მას ებრძვიან, მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ... 26.04.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-04-26T15:18+0400
2020-04-26T15:18+0400
2020-04-26T15:18+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24828/47/248284702_0:136:3000:1824_1920x0_80_0_0_c8cd51462f8341863ea0f4fac19b451d.jpg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24828/47/248284702_194:0:2806:1959_1920x0_80_0_0_3407c469ed0e01971fcb626dc22ccccc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, რელიგია
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, რელიგია
ილია მეორე: მინდა, დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება, ხალხი...
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ აღნიშნა, რომ ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მას ებრძვიან, მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წირვა-ლოცვა არ გაჩერდეს საქართველოს ეკლესიებში.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ხელისუფლება, სამღვდელოება და ხალხი დალოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველია არხი.
პატრიარქის განმარტებით, ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წირვა-ლოცვა არ გაჩერდეს საქართველოს ეკლესიებში.
„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმიდისა ჩვენთან არს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ჩვენ საშუალებას წირვა-ლოცვისა. მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არა არის ამისი საშუალება“, – ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ ასევე ისაუბრა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე და გაიხსენა 1989 წლის წინ კვირაცხოვლობა, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიო პატრიარქმა დაადასტურა.
„კიდევ მნიშვნელოვანია იმით კვირაცხოვლობა, რომ კვირაცხოვლობის დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, რომ ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა, მადლობა შევწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს, ეკლესიას კონსტანტინეპოლისას ამდენი წყალობისთვის“, - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს გაიმართა.