Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შეიძლება თუ არა კორონავირუსით დაინფიცირება ონკანის წყლით - თბილისელების ახალი ფობია

© Pixabay / kaboompicsონკანის წყალი
ონკანის წყალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების ტემპთან ერთად იზრდება შიშები, პანიკა და უსუსურობის გრძნობა. დაინფიცირების შიშით ადამიანები ვირუსს ყველგან და ყველაფერში ხედავენ

ზოგიერთმა თბილისელებმა უარი თქვეს თავის საყვარელ ოთხფეხა მეგობრებზე და ისინი ბედის ანაბარა მიატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავმა ინფექციონისტმა განაცხადა, რომ შინაური ცხოველები ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ყველაზე ხელაღებულები პროფილაქტიკის მიზნით მდუღარე წყალს სვამენ. თბილისის დამწვრობის ცენტრში პერიოდულად ხვდებიან პაციენტები ცხვირ-ხახის და ტუჩების დამწვრობით. მათ სწამდათ, რომ ცხელ წყალს ბაქტერიების მოსპობა და კორონავირუსით ინფიცირებისგან დაცვა შეუძლია. ამჟამად მათთვის ეს მითი სრულიად დაიმსხვრა.

თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველების თავშესაფარი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი VS შინაური ცხოველები: როგორ ტოვებენ შინაურ ცხოველებს ქუჩაში ბედის ანაბარა

ყოველწამიერად ინტერნეტში ვრცელდება ახალ-ახალი ინფორმაცია დღეისათვის ყველაზე აქტუალურ თემაზე. კორონავირუსის შესახებ წერს ყველა, ვისაც არ ეზარება, მაგრამ ინფექციის შესახებ არსებული ინფორმაცია ყოველთვის როდი შეესაბამება სინამდვილეს.

თბილისელების ნაწილი, რომლებმაც იფიქრეს, რომ დაავადება ონკანის წყლით გადადის, ქარხნულად ჩამოსხმულ ბოთლის წყალზე გადავიდა.

„დღეს უკვე აღარ იცი, ვის დაუჯერო, ვის არა. ორი შვილი მყავს და საშინლად მეშინია ვირუსის გადადების. ამიტომ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები მივიღეთ. ორი კვირის განმავლობაში წყალს მხოლოდ ბოთლიდან ვსვამთ. ონკანის წყალს კი მხოლოდ ჩაის, ყავისთვის და სუპების გასაკეთებლად ვიყენებთ“, - უამბო „Sputnik-საქართველოს“ თბილისელმა ნანული მუსერიძემ.

და ქალბატონი ნანულის თანამოაზრეებიც ჰყავს.

ონკანის წყლის დალევა შეიძლება!

მთელ მსოფლიოში სპეციალისტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ ონკანის წყალი ინფიცირების წყარო შეიძლება იყოს.

საქართველოში ცნობილი ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას თქმით, მსგავსი გამოცდილების რაიმე მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.

„ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, რომ ადამიანი კორონავირუსით წყლიდან დაინფიცირებულიყო. ასე რომ ყოფილიყო, დაავადების გავრცელება მასობრივი იქნებოდა. ამის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს. მსოფლიოში პრაქტიკაში ასეთი მაგალითი არ არის. ამიტომაც, რა თქმა უნდა, წყალი უსაფრთხოა. მით უმეტეს, რომ წყალი ქლორით სათანადოდ მუშავდება“, - განუცხადა გოგინავამ „Sputnik-საქართველოს“.

თეა შენგელაია და მისი ტყუპი და ლიანა - Sputnik საქართველო
„Look out the window”- ვირუსის წინააღმდეგ მსოფლიო კონცერტზე დები შენგელაიები იმღერებენ

სანამ წყალი აბონენტამდე მივა, რიგ სერიოზულ შემოწმებას გადის. წყალში მოხვედრის უმცირესი ალბათობის შემთხვევაშიც კი ვირუსი „ვერ გადაიტანდა“ ყველა იმ გამწმენდ პროცედურას, რომელსაც წყალი გადის.

თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქალაქებს შორის, სადაც წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან არის შესაძლებელი.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ წყალგამანაწილებელ კომპანიაში Georgian Water and Power (GWP) განუცხადეს, იმისათვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ სუფთა წყალი 24-საათიან რეჟიმში მიიღოს, წყლის ხარისხი გულდასმით მოწმდება.

„მდინარე არაგვიდან მიღებული მტკნარი წყალი უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს გადის: სედიმენტაციას, ფილტრაციას და წყლის დეზინფექციას. ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ ვიღებთ დასალევად ვარგის წყალს. როგორც წესი, სათაო ნაგებობიდან წყალი ყოველ ნახევარ საათში მოწმდება“, - განაცხადეს კომპანიაში.

ნიკოლოზ რაჭველი - Sputnik საქართველო
შოსტაკოვიჩი ონლაინ: სიმფონიური ორკესტრი ვირტუალურ კონცერტზე გიწვევთ

GWP-ში აღნიშნეს, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიის თანამშრომლები ადგილებზე მუშაობას კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც აგრძელებენ. უსაფრთხოების მიზნით, თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას იცავენ.

დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყლის დაგროვება, წყლის საჭირო სტანდარტამდე მიყვანა, წყლის ტრანსპორტირება და განაწილება მომხმარებლამდე.

თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყაროებია მდინარე არაგვი და მისი ფილტრატებია, მათ შორის, მუხრანის ველის წყალსადენი, ნატახტრის, ბულაჩაურის და სხვა წყალსადენები.

თბილისის წყალმომარაგების სისტემაში გამოიყენება წყაროს ორი ტიპი - მიწისქვეშა და ზედაპირული. ხარისხის გამო პრიორიტეტულია მიწისქვეშა წყალი, რომელიც არაგვის ხეობაში მოიპოვება. ზედაპირულ წყაროებს წარმოადგენს ჟინვალის წყალსაცავი და ნაწილობრივ, თბილისის ზღვა (სარეზერვო დანიშნულებისთვის), რომელიც ღრმაღელეს და სამგორის გამწმენდ ნაგებობებში იწმინდება.

© video: Ruptlyთბილისს დეზინფექცია ჩაუტარდა: როგორ ებრძვიან კორონავირუსს საქართველოს დედაქალაქში
შეიძლება თუ არა კორონავირუსით დაინფიცირება ონკანის წყლით - თბილისელების ახალი ფობია - Sputnik საქართველო
თბილისს დეზინფექცია ჩაუტარდა: როგორ ებრძვიან კორონავირუსს საქართველოს დედაქალაქში

ჩამდინარე წყლებიდან COVID-19 არ ვრცელდება

სპეციალისტები ასევე გამორიცხავენ კორონავირუსით ინფიცირების ალბათობას ჩამდინარე წყლებიდან და კანალიზაციიდან. ამის შესახებ თავის დროზე განაცხადა ჯანმო-მ, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები არ დადასტურებულა.

ამგვარად, უსაფუძვლო შიშების გამო არ არის საჭირო ბოთლის წყლის მომარაგება, უმჯობესია თანხა სხვა უფრო სასარგებლო საყიდლებისთვის დაიზოგოს.

ასე რომ, ჩვენი მკითხველის დასამშვიდებლად ერთ რამეს ვიტყვით: გაბედულად იბანავეთ, დაიბანეთ ხელები საპნით და დალიეთ ონკანის წყალი. საიმედო პროფესიონალების ყველა რეკომენდაციის დაცვით კორონავირუსით ინფიცირების თავიდან არიდება შესაძლებელია. და სჯობს ნაკლებად გვჯეროდეს ვიღაცეების მოსაზრებების, ამით ჩვენ ნერვებსაც გავუფრთხილდებით. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!

ლიზა შელია

ყველა ახალი ამბავი
0