თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. გასულ დღე-ღამეში რუსმა მედიკოსებმა კორონავირუსით ინფიცირების 5 966 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, იუწყება РИА Новости დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.
ჯგუფმა Rolling Stones-მა კორონავირუსს სიმღერა მიუძღვნა - ვიდეო >>
ერთ დღე-ღამეში ინფექციით გარდაიცვალა 66 პაციენტი, 682 ადამიანი გაეწერა კლინიკებიდან.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 74 588-მდე გაიზარდა, ეპიდემიის დაწყებიდან გარდაიცვალა 681 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 6 250 პაციენტი.
ახალი შემთხვევები 83 რეგიონშია რეგისტრირებული. აქედან თითქმის ნახევარი (2 915) - კლინიკური გამოვლინებების გარეშე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 კორონავირუსის ინფექციის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების 2 849 133 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 198 063 ადამიანი.