Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა შემთხვევაში გაიხსნება შიდა ქართლში აგრარული ბაზრები

© Sputnik / Alexander Imedashviliდახლები ბაზარში
დახლები ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
27 აპრილიდან ავტომანქანების გადაადგილების აღდგენასთან ერთად მუშაობის განახლებას აგრარული ბაზრებიც შეძლებენ

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში აგრარული ბაზრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული, განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი მიმდინარე თვის დასაწყისში დროებით დაიკეტა. აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ხმაური მარნეულში - Sputnik საქართველო
მარნეულიდან სარეალიზაციოდ 250 ტონამდე ბოსტნეული გაიტანეს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ბაზრების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები განუმარტა.

27 აპრილიდან ავტომანქანების გადაადგილების აღდგენასთან ერთად მუშაობას განახლებას აგრარული ბაზრებიც შეძლებენ, ამისთვის კი ისინი შესაბამის პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამიჯნული უნდა იყოს ბაზრის შესასვლელ–გამოსასვლელი. ტერიტორიაზე არ უნდა დაიშვებოდნენ 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები. ყველა ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ხილისა და ბოსტნეული გაყიდვა უნდა ხდებოდეს დღეების მონაცვლეობით. მყიდველთა შორის უნდა მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0