Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მარნეულიდან სარეალიზაციოდ 250 ტონამდე ბოსტნეული გაიტანეს

© Sputnik / STRINGERხმაური მარნეულში
ხმაური მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მცხოვრებმა კარანტინის მოხსნისა და ვაჭრობის აღდგენის მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტა.

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ბოლო ორი დღის განმავლობაში მარნეულიდან  სარეალიზაციოდ დაახლოებით 250 ტონა ბოსტნეული გაიტანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 22 მარტიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმად გამოცხადდა და დაიკეტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მარნეულის მკვიდრი ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

უწყების ცნობით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებას მარნეულიდან რამდენიმე კომპანია ახორციელებს.

„პროდუქტის ჩაბარების პროცესს სამართალდამცველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ. დაცულია სოციალური დისტანცია, ადგილობრივებს დაურიგდათ პირბადეები“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარნეული - Sputnik საქართველო
მარნეულში ხუთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხორცილდება.

22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, რომელიც მკაცრი კარანტინის ზონად არის გამოცხადებული, რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მცხოვრებმა კარანტინის მოხსნისა და ვაჭრობის აღდგენის მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტა.

საპროტესტო აქციაში მარნეულის სოფლებიდან რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, ისინი აცხადებდნენ, რომ მათ უფუჭდებათ მოსავალი, და ადგილობრივი თვითმმართველობისგან სოფლის პროდუქციის რეალიზებაში დახმარებას ითხოვდნენ. მოსახლეობა ასევე სადისტრიბუციო ავტომობილებით რაიონში გადაადგილების უფლებას ითხოვდა.

მარნეულში პროტესტი დასრულდა – მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს >>

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 10 დღის შემდეგ ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა, 17 აპრილიდან კი სპეციალური ნებართვების გარეშე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა.

27 აპრილიდან იწყება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0