ქართველი მეზღვაურები სპეციალური ავიარეისით კოპენჰაგენში გაემგზავრებიან

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიანტალია
ანტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ასევე შორეულ ნაოსნობაში მყოფი ეკიპაჟის წევრების რეპატრიაციასთან დაკავშირებით

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. სპეციალური ავიარეისით 28 აპრილს ქართველი მეზღვაურები თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, დანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი – სამშობლოში დაბრუნდებიან, იუწყება  პირველი არხი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გემი - Sputnik საქართველო
მეზღვაურებს კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების ვადა გაუხანგრძლივდებათ

სპეციალურ ავიარეისს – თბილისი-კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Georgian Airways-ი შეასრულებს. აღნიშნული რეისით 22 ქართველი მეზღვაური, მათ შორის ერთი კადეტი, კოპენჰაგენში გაემგზავრება. მეზღვაურები გამგზავრებამდე ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

უწყების ცნობით, სპეციალური რეისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანია Elvictor Crew Management Service-ის ორგანიზებით დაინიშნა.

ამავე ავიარეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანია Elvictor Crew Management Service-ის შეთანხმების საფუძველზე, დანიასა და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

„პანდემიის პერიოდში მეზღვაურები, ისევე როგორც ექიმები, პოლიციელები, ფრონტის წინა ხაზზე არიან. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მიიჩნევს, რომ კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება საზღვაო ტრანსპორტისა და გადაზიდვების მხარდაჭერის გარეშე. IMO-ს გენერალურმა მდივანმა სახელმწიფოებს მისცა რეკომენდაცია მეზღვაურის პროფესია განიხილონ ე.წ. „საკვანძო პროფესიად” და ხელი შეუწყონ მეზღვაურთა როტაციას გემებზე“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი გემზე - Sputnik საქართველო
ქართველმა მეზღვაურებმა 12 ადამიანი გადაარჩინეს

უწყების ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, საქართველოს ნავსადგურებში ქართული ეკიპაჟის შეცვლის პროცესი არც პანდემიის პირობებში შეფერხებულა.

„მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, გადაიდგა უპრეცედენტო ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში მეზღვაურთა მოქმედი სერტიფიკატების ვადის გაგრძელებას უკავშირდება; ასევე, საგანგებო მდგომარეობის გამო ტრენინგ კურსების შეზღუდვა არ იმოქმედებს მეზღვაურთა სამუშაო დიპლომების გაცემაზე და ისინი ყველა საჭირო საბუთს ტრენინგ კურსზე მარტივად – დარეგისტრირების შედეგად შეძლებენ, დისტანციური სწავლების ფარგლებში კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რა შეღავათი ექნებათ ქართველ მეზღვაურებს კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო >>

ასევე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შორეულ ნაოსნობაში მყოფი ეკიპაჟის წევრების რეპატრიაციასთან დაკავშირებით და მეზღვაურთა დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0