Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეზუგბაია: ბოლო 24 საათში 25 ახალი შემთხვევა ფართო მასშტაბით აგრესიული კვლევის შედეგია

© AP Photo / Manu Fernandezტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 132

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ერთდროულად 25 ადამიანით აგრესიული ტესტირებით უნდა აიხსნას, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 24 აპრილისთვის >>

ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა, მათ შორის გამოიკვლიეს ბოლნისის ყველა კონტაქტი.

„ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით. ეს 25 დადასტურებული ახალი შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიულობის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება. დინამიკაში დავაკვირდებით ყველაფერს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
პოლიცია ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა - სამი სოფელი ჩაიკეტა

ექიმის ინფორმაციით,  ინფექციურ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში 4 ახალი პაციენტი შევიდა, მათგან 3 ბოლნისის კლასტერიდანაა, ერთის წყაროს კვლევა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ახალ პაციენტებს შორის 2 მოზარდია, რომელთა მდგომარეობაც მძიმე არაა.

„ახალი პაციენტებიდან 2 მოზარდია. 7 მოზარდი გყავდა და კიდევ ორი დაგვემატა და 9 გვყავს. მათი მდგომარეობაც არ არის მძიმე. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა ერთ-ერთთან პნევმონია არ არის, მეორესთან არის, მაგრამ საშუალო სიმძიმისაა. დინამიკაში დავაკვირდებით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბარსელონიდან სპეცრეისით საქართველოს 177 მოქალაქე დაბრუნდა >>

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 132, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5206 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე სულ 9 699 ტესტი ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0