მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თუ Zoom-ით სარგებლობთ: ოპციები, რომლებიც უნდა გათიშოთ- კიბერუსაფრთხოების ექსპერტების რჩევა

© AFP 2024 / ANTHONY WALLACEვიდეოკონფერენცია
ვიდეოკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ტექნიკური ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ Zoom-დან სხვა პროგრამებზე გადაერთონ, ექსპერტები რამდენიმე აუცილებელ რეკომენდაციას აძლევენ.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო კომპანია Group-IB, რომელიც კიბერშეტევების აღკვეთაზე სპეციალიზდება, მომხმარებლებს ურჩევს, უარი თქვან ვიდეოკონფერენციების სერვის Zoom-ზე და ისარგებლონ მისი ანალოგებით, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

„Zoom-ის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ისინი სამი თვის განმავლობაში დაკავდებიან „ხვრელების შევსებით“. მაგრამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა უკვე ახლავეა საჭირო. ჩვენი რეკომენდაციაა - უარი თქვათ Zoom-ის გამოყენებაზე და გადახვიდეთ მის ანალოგებზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

Group-IB-ის ექსპერტები ასეთებად ასახელებენ: Google Meet-ს, GoToMeeting-ს ან სერვის WebEx-ს Cisco-სგან. ხოლო თუ კონფერენცვიდეოსოფტის სრული ფუნქციონალი არ გესაჭიროებათ და მხოლოდ ხმა არის საკმარისი, ისარგებლეთ Signal-ით. 

G20-ის ვიდეოკონფერენცია  - Sputnik საქართველო
უსაფრთხოების პრობლემა: მსოფლიოს ოფიციალური უწყებები Zoom-ის გამოყენებას კრძალავენ

იმ მომხმარებლებს კი, რომლებსაც ტექნიკური ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ Zoom-დან სხვა პროგრამებზე გადაერთონ, ექსპერტები ურჩევენ, გამოიყენონ ბრაუზერის ფანჯარა ვიდეოკონფერენციისთვის და არა თავად Zoom-ის პროგრამა, ვინაიდან სწორედ პროგრამა შეიცავს სახიფათო სისუსტეებს.

გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, Zoom-ით სარგებლობის შემთხვევაში აუცილებელია რამდენიმე პარამეტრის შესწორება:

  • დაადეთ ზარს პაროლი (ეს ავტომატურად არ ხდება);
  • დატოვეთ ჩართული ოპცია „ეკრანის ტრანსლაცია მხოლოდ წამყვანისთვის";
  • გამორთეთ ოპციები: „გათიშულების ხელახლა ჩართვა“ და „წამყვანამდე ჩართვა“;
  • გამორთეთ ფაილების გადაცემა.

Group-IB-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ Zoom-ის მისამართით სულ უფრო მეტი კრიტიკა ისმის უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით. მომხმარებლები ვიდეოჩანაწერებისა და პირადი ინფორმაციების გაჟონვას და Facebook-ზე გამოქვეყნებას უჩივიან. სერვისის გამოყენებაზე უკვე თქვეს უარი კომპანიამ Google, აშშ-ის სენატმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0