მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უსაფრთხოების პრობლემა: მსოფლიოს ოფიციალური უწყებები Zoom-ის გამოყენებას კრძალავენ

© REUTERS / HANDOUTG20-ის ვიდეოკონფერენცია
G20-ის ვიდეოკონფერენცია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირაში სარატოვის ერთ-ერთი სკოლის მეცხრე კლასის ვიდეოგაკვეთილზე, რომელიც Zoom-ის მეშვეობით ხორციელდებოდა, ჰაკერებმა პორნოგრაფიული ვიდეოების გაშვება დაიწყეს.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ვიდეოკონფერენციების პოპულარულ პროგრამა Zoom-ს არაერთი სუსტი მხარე აქვს, რის გამოც შესაძლოა დაირღვეს საუბრის კონფიდენციალობა, აცხადებს რუსული კომპანია „ინტელექტუალური რეზერვის“ დირექტორი პაველ მიასოედოვი.

„ამასთან დაკავშირებით მოვლენაც კი გაჩნდა სახელწოდებით Zoom bombing: თუ მომხმარებელი Zoom–კონფერენციას პაროლს არ დაადებს, შესაძლოა, ჰაკერების თავდასხმის საფრთხე შეექმნას. მათ შეუძლიათ როგორც რაიმე უხამსი ფაილის გაგზავნა, ისე ხმის ჩახშობა“, — განმარტავს მიასოედოვი.

მისი თქმით, ქსელში უკვე არაერთი ZOOM–სესია გამოჩნდა - როგორც კორპორატიული, ისე პირადი. 

გასულ კვირაში ინციდენტი მოხდა სარატოვში. ერთ-ერთი სკოლის მეცხრე კლასის ვიდეოგაკვეთილზე, რომელიც Zoom-ის მეშვეობით ხორციელდებოდა, ჰაკერებმა პორნოგრაფიული ვიდეოების გაშვება დაიწყეს. სკოლის ძალებით დამნაშავის გამოვლენა ვერ მოხერხდა, ამიტომ საქმე საგამოძიებო უწყებას გადაეცა. სასწავლო დაწესებულებამ კი დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად სხვა პროგრამა შეარჩია.

Zoom-ის საფრთხეებზე მოსაზრებას გამოთქვამენ სხვა ქვეყნების სპეციალისტებიც. მაგალითად, უსაფრთხოების ექსპერტ ბრუს შნაიერს მიაჩნია, რომ მომხმარებლებმა უარი უნდა თქვან აღნიშნული პროგრამის გამოყენებაზე მანამ, სანამ კომპანია თავის სანდოობას არ დაამტკიცებს. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია Google-მა აპრილის დასაწყისში აუკრძალა საკუთარ თანამშრომლებს Zoom-ით სარგებლობა სამსახურებრივ კომპიუტერებზე სწორედ უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აშშ-ის სენატმაც, რომლებსაც უკვე მიბაძეს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა.

კომპანია Zoom Video Communications-ის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა კორონავირუსული პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი იძულებულია დისტანციურად, ონლაინ განახორციელოს სხვადასხვა საქმიანობა. ბოლო მონაცემებით, გასული წლის დეკემბრიდან მარტამდე პერიოდში კომპანიის აუდიტორია ოცჯერ გაიზარდა და ამ დროისათვის დღეში 300 მლნ კაცს აღწევს, ხოლო მისმა აქციებმა ორჯერ მოიმატა. ინვესტორები დარწმუნებული არიან, რომ Zoom-ი უზარმაზარ მოგებას მიიღებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

ყველა ახალი ამბავი
0