როგორ აისახება კორონავირუსი საბანკო სექტორზე: ეროვნული ბანკის პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცი სწრაფი გადახდის ტერმინალთან
მამაკაცი სწრაფი გადახდის ტერმინალთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1,2 მილიარდი ლარის ოდენობით სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება პირველ კვარტალში, კორონავირუსთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინების გამო, მინუსში წავიდა და ეს ტენდენცია გრძელდება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საბანკო სექტორის საოპერაციო მოგებამ 386 მილიონი ლარი შეადგინა. წმინდა მოგება ნეგატიურია და მინუს 747 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი აქტივების მხოლოდ 1,5%-ია. 

საქართველოს ეროვნული ბანკის საკაცო ცენტრი - Sputnik საქართველო
ფული კარანტინში: ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ახალ ბანკნოტებს უშვებს

„ეს, ძირითადად, COVID-19-სგან გამოწვეული ნეგატიური მოლოდინების გამო რეზერვის შექმნით არის განპირობებული. კერძოდ, საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1,2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა და ეს რიცხვი წარმოადგენს მხოლოდ პოტენციურ (და არა რეალიზებულ) დანაკარგს. თავად რეზერვი კი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დანაკარგს ფაქტობრივად ექნება ადგილი, ბანკებს მომავალში საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდონ ფინანსური მდგრადობის რისკები“, – განმარტავს ეროვნული ბანკი.

ბანკი, ამასთან, აღნიშნავს, რომ 2019 წელს ეროვნული ბანკის მაღალმა მოთხოვნებმა ბანკების კპიტალისადმი საკმაოდ დიდი კაპიტალის ბუფერი შექმნა, რომელიც მას სტრესული სიტუაციის გამკლავებაში დაეხმარება.

„ამავე დროს, ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ მარტში ბანკებს 1,6 მილიარდის კაპიტალი გამოუთავისუფლა და გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში კაპიტალის დამატებით გამოთავისუფლებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორს კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესის დაძლევაში დაეხმარება>>

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორს საკმარისი რეზერვები აქვს იმისთვის, რომ უფრო ნეგატიურ ვითარებას გაუმკლავდეს.

ბანკების შემოსავლების პროგნოზი

ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ ბანკებმა 2020 წელს, შესაძლოა, იზარალონ.

„გაზრდილი საკრედიტო დანაკარგების გამო წელს ბანკების წმინდა მოგება, შესაძლოა, ნეგატიური იყოს. თუმცა, აღნიშნული სოლიდური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი, ამასთან, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა ანგარიშგებამ სამართლიანად ასახოს ბანკების რეალური ფინანსური მდგომარეობა, მათ შორის, აქტივების ხარისხი.

ყველა ახალი ამბავი
0