Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აზერბაიჯანში ერთ დღეში 30-ით გაიზარდა

© Sputnik / Alex Shlamovსამხედრო მედიკოსები
სამხედრო მედიკოსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1548 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 948 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1548 ფაქტია გამოვლენილი. აქედან 948 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 580 პირი მკურნალობას საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში აგრძელებს.

საკონტროლო–გამშვები პუნქტი. წითელი ხიდი - Sputnik საქართველო
რა დაუჯდებათ საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანიდან ევაკუაცია

25 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2 697 316 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 188 857 გარდაიცვალა.

4 მაისამდე აზერბაიჯანში მოქმედებს საგანგებო საკარანტინო რეჟიმი, იზღუდება მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება, ზოგიერთი სოციალურად მნიშვნელოვანი სფეროების მუშაკების გარდა. მოქალაქეებს არ შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სახლები სპეციალური ნებართვის გარეშე, რომელსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით იღებენ, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის პირებს საერთოდ არ აქვთ გარეთ გასვლის უფლება.

დროებით დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, რესტორნები, სილამაზის სალონები. ფუნქციონირებს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

ყველა ახალი ამბავი
0