Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში შსს–ს თანამშრომლებს და ექიმებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გამოწერა
უწყება უსაფრთხოების ნორმების დანერგვაზე მუშაობს, ატარებს სპეციალურ ტრენინგებს, რათა პანდემიის პირობებში წინა ხაზზე მომუშავე პირები კიდევ უფრო დაცული იყვნენ.

 

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik.  ე.წ. აგრესიული ანუ სწრაფი ტესტირების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს და ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

კერძოდ, COVID-19 დაუდასტურდა შსს–ს რამდენიმე თანამშრომელს და დაახლოებით 20 ექიმს. დაავადება ყველა მათგანმა, ძირითადად, უსიმპტომოდ გადაიტანა.

 „კორონავირუსის შემთხვევები ჯარში არ დაფიქსირებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის შემთხვევაში დიაგნოზი დადასტურდა, თუმცა, საგანგაშო არაფერია. არიან ექიმები, რომლებსაც ვირუსი დაუფიქსირდათ. ეს დაახლოებით 20 ექიმია და ეს გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ტიკარაძემ. 

ეკა ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირება არ ნიშნავს, რომ პიკი გადავიარეთ

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ჯგუფებში ვითარება მთლიანობაში კონტროლირებადია. უწყება უსაფრთხოების ნორმების დანერგვაზე მუშაობს, ატარებს სპეციალურ ტრენინგებს, რათა პანდემიის პირობებში წინა ხაზზე მომუშავე პირები კიდევ უფრო დაცული იყვნენ.

ტიკარაძის თქმით, იგეგმება კორონავირუსზე აუცილებელი ტესტირების ჯგუფში აფთიაქებისა და მაღაზიების თანამშრომელთა შეყვანა. თუმცა, ჯერ უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება ამ ადამიანების ტესტირება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 420-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 111, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5223 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584  პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0