Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ტიკარაძე: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირება არ ნიშნავს, რომ პიკი გადავიარეთ

გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გატარებული პრევენციული ზომების წყალობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 313 პაციენტი მკურნალობს და არა 2–5 ათასი.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოში დადგება ისეთი დღე, როდესაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირებულებზე მეტი იქნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია და შეიძლება მოვდუნდეთ, აღნიშნა მან.

„დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როცა გამოჯანმრთელებულების რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ინფიცირებულების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. თუმცა, ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ინფიცირებულთა მატების დღიური მაჩვენებელი აღემატებოდა 40-ს, დღეს კი ეს მაჩვენებელი ათამდეა, ეს არ ნიშნავს, რომ პიკი არის გავლილი. ამ ვირუსს ზოგადად ასეთი დინამიკა ახასიათებს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს და მთავრობის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება ძალზე მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ტიკარაძემ. 
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: 9 მაისისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ შეიძლება 2 ათასს მიაღწიოს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას კარგად ესმის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გაღიზიანება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო. ყველასთვის რთულია, თუმცა, ამ ღონისძიებების წყალობით, კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 313 პაციენტი მკურნალობს და არა 2–5 ათასი, აღნიშნა მან.

ტიკარაძის თქმით, 27 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით 40 ათას ტესტს ელოდება და მაისის დასაწყისში PCR–ტესტების მარაგი 100 ათასამდე გაიზრდება. ამ დროისათვის ქვეყანაში ასეთი 10 ათასი ტესტია.

საქართველოში უკვე გამოყენებულია ხუთი ათასზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით კიდევ არის 9 ათასი ტესტი, რომელიც ყველა შესაბამის დაწესებულებას გადაეცა. სწრაფი ტესტირების შემდეგ PCR–ტესტების მეშვეობით ხდება დიაგნოზის დაზუსტება.

PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

ექსპრეს-ტესტები ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს – იგი შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას ეკონომიკის რეანიმაციის საკმაოდ კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა აქვს, რომლის რეალიზაციის დროსაც ყველა ნაბიჯი ჯანდაცვის სამინისტროსთან იქნება შეთანხმებული.

ყველა ახალი ამბავი
0