Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ტიკარაძე: 9 მაისისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ შეიძლება 2 ათასს მიაღწიოს

© Facebook / photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის სიტყვებით, ეს არის ის ცუდი სცენარი, რომელიც მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ ყველა წესს მკაცრად არ დავიცავთ.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 მაისისთვის შეიძლება 2 ათას ადამიანს მიაღწიოს, უარეს შემთხვევაში – 4 ათასზე მეტს, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის სიტყვებით, ეს არის ის ცუდი სცენარი, რომელიც მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ ყველა წესს მკაცრად არ დავიცავთ.

„მე დავასახელე მხოლოდ ერთი თარიღი – 9 მაისი. ჩვენ ამას ერთკომპონენტიან გათვლას ვეძახით, რაც, რა თქმა უნდა, დინამიკაში და დროის მონაცემებში შეიძლება სხვადასხვა იყოს. ანუ შეიძლება იყოს 2 ათასიდან 3 ათასამდე და 4 ათასიდან 5 ათასამდე. აქედან გამომდინარე, ამ ციფრებს ასე თავისუფლად ნუ შევხედავთ, რომ ეს მხოლოდ 2 ათასია სამ მილიონ მოსახლეზე. ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა და არა დინამიკაში გათვლა, რომელიც ბევრად უფრო დრამატულადაც შეიძლება გამოიყურებოდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.  

სასწრაფო დახმარების ექიმები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა

მინისტრის სიტყვებით, საქართველოში სულ 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატთან მუშაობას მხოლოდ 488 რეანიმატოლოგი შეძლებს და ჯანდაცვის სისტემაში მათი გადანაწილება საკმაოდ რთულია, რადგან არსებობს საშტატო ერთეულები და არსებობს მორიგეობის გრაფიკები.

„მათ საკმაოდ რთული დღის რეჟიმი აქვთ და ისინი 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას საჭიროებს ამ ადამიანების მხრიდან ის, რომ სამუშაო კვალიფიციურად შეასრულონ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, რათა არ მოხდეს ისეთი კოლაფსი, როგორიც სხვა ქვეყნებში მოხდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მან აღნიშნა, რომ ინფექციონისტებს ეხმარებიან შინაგანი მედიცინის სპეციალისტები, თერაპევტები და ოჯახის ექიმები, რომელთა რიცხვიც გაცილებით მეტია. COVID-19 ინფექცია პაციენტების 80%-ში მსუბუქად მიმდინარეობს, 20% მძიმე და საშუალო სიმძიმის კატეგორიაში გადის. ტიკარაძის სიტყვებით, სწორედ ეს იძლევა იმედს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კოლაფსში არ აღმოჩნდება.

მთავრობის ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 336-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა 3. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 494 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0