Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას განაახლებს

გამოწერა
აგრარულ ბაზარში ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია დაიწყებს მუშაობას

თბილისი,  22 აპრილი – Sputnik. ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას 23 აპრილიდან შეძლებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 22 აპრილისთვის >>

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი მიმდინარე თვის დასაწყისში დროებით  დაიკეტა. აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, აგრარულ ბაზარში ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია დაიწყებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ დღეს მუშაობა განაახლა ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.

„ფოთში ფუნქციონირება დაიწყო ბაზარში განთავსებულმა სასურსათო მაღაზიებმა, რომლებიც შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებენ, ასევე ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე სექცია, რომელიც რძის პროდუქტებს და ხორცს ყიდის“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
პირბადე მანქანის სალონში - Sputnik საქართველო
მანქანებით გადაადგილებას საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები გლეხები შეძლებენ

მისი თქმით, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამიჯნული უნდა იყოს ბაზრის შესასვლელ–გამოსასვლელი. ტერიტორიაზე არ უნდა დაიშვებოდნენ 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები. ყველა ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ხილისა და ბოსტნეული გაყიდვა უნდა ხდებოდეს დღეების მონაცვლეობით. მყიდველთა შორის უნდა მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე და ა.შ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხალხს რწმუნებულები და მაჟორიტარები ავტომობილებით მოემსახურებიან >>

22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 416-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 107, გარდაიცვალა 5. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 5160 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 579  პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0