Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მეცნიერების მოსაზრება: კორონავირუსი შესაძლოა ორგანიზმში სამუდამოდ რჩებოდეს

© photo: AFP 2020 / WIN MCNAMEEკლინიკა აშშ-ში
კლინიკა აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენეტიკოსის აზრით, კორონავირუსი სავარაუდოდ არ ქრება ორგანიზმიდან და ის იქ უმოქმედოდ და უსიმპტომოდ რჩება ჰერპესის მსგავს ქრონიკული ინფექციად

თბილისი, 22 აპრილი ― Sputnik. კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19-ისგან განკურნებულებს არ შეენიშნებათ საიმედო იმუნიტეტი, ამიტომ პანდემიის დაძლევის ერთადერთ გზად ვაქცინაცია რჩება, მიაჩნიათ მეცნიერებს, რომელთა დასკვნებს პორტალი Science Alert-ი აქვეყნებს. 

კორონავირუსით დაზიანებული უჯრედი - Sputnik საქართველო
მოულოდნელი აღმოჩენა: კორონავირუსი ადამიანის დამცავ ფუნქციას სათავისოდ იყენებს

იმუნოლოგიის პროფესორ ერიკ ვივიეს მიაჩნია, რომ ადამიანის ორგანიზმს დაახლოებით სამი კვირა სჭირდება საკმარისი ანტისხეულების დასაგროვებლად ვირუსების წინააღმდეგ RNA-ს საფუძველზე. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მათ მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ ადამიანის დაცვის უნარი. 

ამასთან, ლონდონის გენეტიკის ინსტიტუტის საუნივერსიტეტო კოლეჯის დირექტორი ფრანსუა ბალუ ამტკიცებს, რომ არსებობს კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების შემთხვევები. მისი აზრით, ეს შესაძლოა იყოს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი არ ქრება ორგანიზმიდან, რომ ის იქ უმოქმედოდ და უსიმპტომოდ რჩება ჰერპესის მსგავს ქრონიკული ინფექციად. 

დადგინდა ორგანო, რომელშიც კორონავირუსი ადამიანის განკურნების შემდეგაც ცოცხლობს>>

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ანტისხეულების თვისებები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ვირუსი მომავალში თავისთავად გაქრება იმის გამო, რომ კოლექტიური იმუნიტეტის ფონზე ვეღარ მოძებნის გადამტანებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0