Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მოულოდნელი აღმოჩენა: კორონავირუსი ადამიანის დამცავ ფუნქციას სათავისოდ იყენებს

© REUTERS / NIAID-RMLკორონავირუსით დაზიანებული უჯრედი
კორონავირუსით დაზიანებული უჯრედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასმა მეცნიერმა მასშტაბური კვლევები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ახალ კორონავირუსს უფრო სახიფათოდ გადაქცევაში ორგანიზმის ერთ-ერთი დამცავი სისტემა თავად ეხმარება

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ახალი ტიპის  კორონავირუსს ადამიანის ორგანიზმის უჯრედები ეხმარება, გახდეს სახიფათო, აასეთია მასშტაბური კვლევის მოულოდნელი შედეგი, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100– ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა და რომელიც ჟურნალ Cell–ში გამოქვეყნდა. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ყველაზე აგრესიული შტამები: ჩინელი მეცნიერები გვაფრთხილებენ

სწავლულების მთავარი მიზანი იყო, დაედგინათ კორონავირუს SARS-CoV-2–ის  ბუნება, კერძოდ, პასუხი გაეცათ კითხვაზე, რა ხდის ვირუსს ესოდენ სახიფათოდ ადამიანისთვის.

ახალმა კვლევამ, რომელსაც ამერიკელი მეცნიერები — ხოსე ორდოვასა–მონტანესა და ალექს შალეკი ხელმძღვანელობდნენ, აჩვენა, რომ ვირუსს ამაში ფაქტობრივად თავად ადამიანის ორგანიზმის ერთ–ერთი ძირითად დამცავ სისტემაში შემავალი უჯრედები ეხმარება.

კვლევის წინასწარი შედეგებიდან გაირკვა, რომ SARS-CoV-2, ისევე როგორც მისი წინამორბედი SARS-CoV–ი, რომელმაც 2003 წელს ატიპური პნევმონიის პანდემია გამოიწვია, ადამიანის უჯრედებში შესაღწევად რეცეპტორ ACE2–ს იყენებს ფერმენტ TMPRSS2–ის დახმარებით. ამის შემდეგ მეცნიერებმა დაისახეს ამოცანა, ეპოვათ უჯრედები, რომლებიც ერთდროულად ახდენდნენ აღნიშნული რეცეპტორისა და ფერმენტის ექსპრესირებას (გენების ფენოტიპურ გამოვლინება, მათი გააქტიურება). ამისათვის მათ გამოიყენეს მეთოდი, რომელიც დაახლოებით 20 ათასი გენის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
დადგინდა ორგანო, რომელშიც კორონავირუსი ადამიანის განკურნების შემდეგაც ცოცხლობს

გაირკვა, რომ ACE2–სა და TMPRSS2–ს სასუნთქი და ნაწლავთა სისტემების ქსოვილთა უჯრედების მხოლოდ 10% შეიცავს, რომლებიც სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს. 

კორონავირუსის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი საფრთხე ისაა, რომ რეცეპტორის კოდირებას, რომლის გავლითაც ხვდება ვირუსი ჯანმრთელ უჯრედში, ACE2 გენი ახდენს, ის კი, თავის მხრივ, სტიმულირდება ინტერფერონით — ცილით, რომელსაც  ორგანიზმი ვირუსის შეჭრის პასუხად გამოიმუშავებს. გამოდის, რომ ინტერფერონი — ორგანიზმის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი დამცავი ძალა — თავად უხსნის ვირუსს არხებს ორგანიზმში მოსახვედრად.  

„ACE2–ს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ფილტვების სხვადასხვა სახის დაზიანებისგან დაცვაში. მაგრამ რადგან ვირუსი სწორედ ACE2–ს იყენებს სამიზნედ, ჩვენი ვარაუდით, ინტერფერონი შესაძლოა ხელს უწყობდეს ინფექციის გაძლიერებას“, — ამბობს წერს ხოსე ორდოვასა–მონტანესა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ინტერფერონები ტესტირებას გადის, როგორც COVID-19–ის სამკურნალო საშუალებები.  კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია უფრო ღრმა კვლევების ჩატარება, რათა პაციენტებს სარგებლის ნაცვლად, ზიანი არ მიადგეთ.

ხოსე ორდოვასა–მონტანესას თქმით, უნდა დადგინდეს, სად არის ბალანსი და როგორ შეიძლება შენარჩუნდეს პროდუქტიული ანტივირუსული პასუხი ისე, რომ არ შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სამიზნე–უჯრედები ვირუსით ინფიცირებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0