Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დადგინდა ორგანო, რომელშიც კორონავირუსი ადამიანის განკურნების შემდეგაც ცოცხლობს

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელი მეცნიერების კვლევებით დადგინდა, რომ ვირუსი თვალის ლორწოვანაში COVID-19-სგან განკურნების შემდეგაც რჩება.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. კორონავირუსი SARS-COV-2-ის რიბონუკლეინის მჟავა (RNA) ყველაზე დიდხანს თვალის ლორწოვანაში რჩება, მას შემდეგაც კი, რაც განკურნებულ პაციენტში ტესტი დაავადებაზე უარყოფით შედეგს აჩვენებს, აცხადებენ იტალიის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერები, რომელთა შრომაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Annals of Internal Medicine

აბზინდა - Sputnik საქართველო
აბზინდის ნაყენი COVID-19-ის სამკურნალოდ: ჯანმო ოფიციალურად განმარტავს

აღინიშნება, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი 55 წლის ქალი იყო, რომელიც უჰანიდან 23 იანვარს ჩაფრინდა იტალიაში. ხუთი დღის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს მშრალი ხველებით, ყელის ტკივილითა და ასევე თვალისა და ცხვირის ლორწოვანას ანთებით. SARS-COV-2-ზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ქალს სხეულის ტემპერატურა აეწია და პირღებინება დაეწყო.

საავადმყოფოში მოთავსებიდან მესამე დღეს ექიმებმა ქალს თვალის ლორწოვანას ნაცხი აუღეს და მასში ვირუსული RNA აღმოაჩინეს. ამის შემდეგ ექიმები ყოველდღე იღებდნენ ნაცხს. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეოცე დღეს ანთება ჩაქრა, თვალის ლორწოვანას ნაცხში ვირუსის კვალი მაინც ჩნდებოდა. ამასთან, ცხვირის ლორწოვანა უკვე სუფთა იყო ვირუსისგან.

სარგებელი მეტია: მეცნიერი ახალშობილის ინფიცირებულ დედასთან დატოვებას მოითხოვს>>

ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში თვალის ლორწოვანას ნაცხში ვირუსი აღარ ფიქსირდებოდა, მაგრამ 27-ე დღეს ის ისევ გამოჩნდა.

იტალიელი მეცნიერები მოუწოდებენ ოფთალმოლოგებს, ფრთხილად იყვნენ პაციენტების კლინიკური გასინჯვისას, ვინაიდან თვალები შეიძლება იყოს არა მარტო „შესასვლელი ჭიშკარი“ კორონავირუსისთვის, არამედ მისი გავრცელების წყაროც.

ყველა ახალი ამბავი
0