გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია

© photo: Sputnikთოვლი კობი-გუდაურის ტრასაზე
თოვლი კობი-გუდაურის ტრასაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თბილისი,  22 აპრილი – Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში მოღრუბლული ამინდია - Sputnik საქართველო
წვიმა, თოვლი, შტორმი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

შეზღუდვა ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0