წვიმა, თოვლი, შტორმი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისში მოღრუბლული ამინდია
თბილისში მოღრუბლული ამინდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი

თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება - ქვეყნის რაიონების უმეტესობაში მოსალოდნელია ნალექი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, 22 აპრილიდან მაღალმთაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთიან ზონებში უხვი ნალექის გამო შესაძლებელია ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0