Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემოგარენში მცხოვრებ მოსახლეობას ქალაქში საყიდლებზე გამგეობები წაიყვანენ

© Sputnik / Shota Nozadzeსუპერმარკეტში
სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობა, გარკვეული დროის განმავლობაში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლას შეძლებს

თბილისი,  22 აპრილი – Sputnik. თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე გადაადგილებას გამგეობები უზრუნველყოფენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ველოსიპედისტები - Sputnik საქართველო
თბილისის მერი კვირაში ორი დღით ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ფეისბუქ ლაივით“ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოსახლეობის გადაადგილების პრობლემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული პრობლემა თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობას აქვს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა სასურსათო მაღაზიებამდე და აფთიაქებამდე მისვლას ვერ ახერხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით  ცხელ ხაზზე განსაკუთრებით ბევრი ზარი შედის.

„ზარები ეხება იმას, რომ ამ კონკრეტულ სოფლებში არანაირი სასურსათო მაღაზია არ არის, არ არსებობს აფთიაქები, შესაბამისად, გამგეობებს დაევალათ, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ამ სოფლებთან და ოჯახებთან, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ და მივცეთ მათ იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინონ მათი გარკვეული დროის განმავლობაში გასვლა საკვები პროდუქტების და იმ პროდუქტების შესაძენად, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხალხს რწმუნებულები და მაჟორიტარები ავტომობილებით მოემსახურებიან >>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0