თბილისის მერი კვირაში ორი დღით ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

© Sputnik / Alex Shlamovველოსიპედისტები
ველოსიპედისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტის დასაწყისში ბევრი კომპანია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, 21 მარტიდან კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მათ შორის რკინიგზამ და მეტრომ, მუშაობა შეაჩერა.

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik.  თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დასრულების შემდეგ კვირაში ორი დღით ქალაქში ავტროტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალოს, ამის შესახებ მან Facebook–მიმართვაში განაცხადა.

მერის სიტყვებით, მიმდინარე წლის მარტში ჰაერში აზოტის დიოქსიდის გაცილებით ნაკლები შემცველობა დაფიქსირდა, ვიდრე გასული წლის მარტში. ასეთი მაჩვენებლების შენარჩუნების მიზნით კალაძე მოსახლეობას სთავაზობს კვირაში ორი დღე არ ისარგებლონ ავტომობილებით. თუმცა, ეს მაშინ, როცა თბილისი და მთელი საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. 

თბილისის ქუჩებში ველოსიპედითა და მოტოთი გადაადგილდებიან - Sputnik საქართველო
თბილისი მანქანების გარეშე – რას გულისხმობს ქართველი რეჟისორის ახალი ინიციატივა?

 „ჩვენ გვაქვს იდეა, როდესაც ნორმალურ ცხოვრებას დავიწყებთ, კვირაში ორი დღით ავკრძალოთ კერძო ტრანსპორტით გადაადგილება, რათა შევინარჩუნოთ ეკოლოგიური სიტუაცია“, – განაცხადა კალაძემ.

 „დარგის სპეციალისტები ხუმრობენ, რომ თბილისში როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერიაო. ალბათ, ყველა ადამიანი ამჩნევს ამას და სჭირდება მოფრთხილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მარტის დასაწყისში ბევრი კომპანია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, 21 მარტიდან კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მათ შორის რკინიგზამ და მეტრომ, მუშაობა შეაჩერა.

17 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია. ქალაქის ქუჩები დაცარიელებულია თუ არ ჩავთვლით სპეცნებართვის მქონე ავტომობილების,  ველოსიპედისტებისა და ბაიკერების მოძრაობას. ყოველივე  ამან დადებითი ზეგავლენა მოახდინა ეკოლოგიურ მდგომარეობაზე არამარტო დედაქალაქში, არამედ მთელ საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0