ივან დანილოვი
მაგრამ ბევრს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ დააკორექტირებს ნავთობის ბაზარი ამერიკული ფიქალური ნავთობკომპანიების ამბიციებს, რომლებმაც არ ისურვეს „ნავთობის ალიანსის“ ― OPEC +-ის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, საბანკო ანალიტიკოსები (მათ შორის, წამყვანი ამერიკული და ევროპული ბანკების ანალიტიკოსები) გვაფრთხილებდნენ იმის შესახებ, რომ ნავთობის ფასები შეიძლება „უარყოფით ზონაში“ აღმოჩენილიყო და რომ შედეგები ძალიან მძიმე იქნებოდა. უფრო მეტიც, მედიაში აქტიურად განიხილებოდა, რომ ნავთობმოპოვების უპრეცედენტო შემცირება, რომელსაც მაისში განახორციელებენ საუდის არაბეთი, რუსეთი და OPEC +-ის სხვა მონაწილეები, არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ მოკლევადიან პერიოდში ნავთობზე ფასების გამოსასწორებლად, და რომ მათი სტაბილიზაციისთვის, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, ამერიკის ნავთობის სექტორისგან დახმარება გახდებოდა საჭირო. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამერიკელ ჩინოვნიკებს, ისე თვით ფიქალური კომპანიების ხელმძღვანელებსა და მფლობელებს შორის, გამოჩნდნენ საღად მოაზროვნეები, რომლებიც ოფიციალურად ან არაოფიციალურად უჭერდნენ მხარს შეერთებულ შტატებში ნავთობმოპოვების შემცირების ორგანიზებას OPEC +-ის გარიგების დადებასთან ერთად ან მისი დადების შემდეგ ― ეს სკეპტიკოსების დასარწმუნებლად, რომ საუდის არაბეთისა და რუსეთის მენავთობეები ამერიკული სისუსტით არ ისარგებლებენ.
თუმცა, საღი აზრისა და ფხიზელი გათვლის მომხრენი უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ხოლო შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრმა G20-ის „ვირტუალურ სამიტზე“ განაცხადა, რომ აშშ-ში ნავთობის მოპოვების დონე ბაზარს დააკორექტირებს, და რომ 2020 წლის ბოლოს, იმის მიხედვით, თუ რომელი პროგნოზული მეთოდი აღმოჩნდება სწორი, სადღეღამისო მოპოვება „ნებაყოფლობა-ძალდატანებით“ დაეცემა 2 ან 3 მილიონი ბარელით. ამგვარი შემცირება იქნება აშშ-ის ნავთობმოპოვების დაახლოებით მეოთხედის ბაზრიდან გასვლის ექვივალენტი.
G20-ის სამიტზე აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის მშრალ მოხსენებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრები კი არ ყოფილა (სავარაუდოდ, ზუსტი განსაზღვრის მეთოდი იმისა, 2020 წლის ბოლომდე აშშ-ში რა მოცულობის მოპოვება განადგურდება, საერთოდ არ არსებობს), არამედ ის, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ნავთობმოპოვება. ვაშინგტონის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ამას ბაზარი გააკეთებს და ეს სრულიად აწყობთ, მაგალითად საუდის არაბეთის წარმომადგენლებს, რომელიც ახლა G20-ის ჯგუფის თავჯდომარეა. მთელი საქმე ისაა, რომ საუდელი და რუსი მენავთობეები და ჩინოვნიკები, განსხვავებით ბევრი ფსევდოექსპერტისგან, რომლებმაც აშშ-ის OPEC +-ზე გამარჯვება გამოაცხადეს, კარგად ჰქონდათ წარმოდგენილი, თუ როგორი იქნებოდა იძულებითი შემცირების „საბაზრო“ მექანიზმი.
ის განმეორებადი საფასო კატასტროფის მსგავსი იქნება (საჭიროების შემთხვევაში ― ყოველთვიურად) ამერიკის ბაზარზე ნავთობის ფიუჩერსებზე ― უარყოფითი ფასების შესაძლო გამეორებით, რასაც გამოიწვევს როგორ ამერიკის ნავთობბაზრის კონსტრუქციის თავისებურებები (პირველ რიგში!), ისე ამერიკელი მეფიქალეების ქმედებები, რომლებმაც ფედერალურ ხელისუფლებასა და ტეხასის სახელმწიფო რეგულატორებთან „არ მოინდომეს საკითხის კარგი გზით მოგვარება, და გამოვიდა ცუდი გზით“.
ამერიკული ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსი დამიენ კურვალენი, რომელმაც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ იწინასწარმეტყველა ნავთობზე ნეგატიური ფასები, მათ შორის, აშშ-ში, განმარტავს, რა მოხდა (ციტატა ZeroHedge-დან):
„მაისის ფიუჩერსებზე ხელშეკრულება WTI-ის მარკის ნავთობზე ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ვადა ამოეწურა 21 აპრილს. ამის შემდეგ გრძელი პოზიციის ნებისმიერი მფლობელი ვალდებული იქნება, მაისის განმავლობაში ნედლი ნავთობი კუშინგში მიიღოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორი, რომელიც მაისის WTI კონტრაქტს გააფორმებს, იძულებული გახდება გაყიდოს ეს პოზიცია (ნებისმიერ ფასად) 21 აპრილამდე, რათა საჭიროების შემთხვევაში კუშინგის საცავებში ბარელებისთვის ადგილის ძებნა არ მოუხდეს, რომელიც, სავარაუდოდ, იმ დროისათვის მთლიანად შეივსება (ის უკვე 77%-ზე შეივსო, რაც საცავში მაისის პირველი კვირისთვის ადგილის დეფიციტზე მიუთითებს)“.
ამ ლოკალური ლოჯისტიკური და სასაწყობე კატასტროფის უშუალო შედეგი, რომელიც გამოწვეულია მეფიქალეების სიჯიუტით, აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში არა მხოლოდ ნავთობის მიწოდების ფასისთვის გახდა კოლაფსი, არამედ ნავთობისთვის, რომელიც ივნისსა და ივლისში ჩაბარდება, თუმცა ვარდნის მასშტაბები იქ არცთუ ისე შთამბეჭდავია და ფასები კვლავ დადებითია. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ამერიკული კომპანიის ნავთობის მიწოდების ფასი მყიდველთათვის უშუალოდ ამ ფიუჩერსულ კონტრაქტთანაა მიბმული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობი საერთოდ არ მიეწოდება კუშინგს, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ ამერიკელ ნავთობმომპოვებელთა მნიშვნელოვან ნაწილს.
თანაც არა მარტო და არა იმდენად უარყოფითი ფასებიდან გამომდინარე, რამდენადაც უახლოეს ორ თვეში ფასების მკვეთრი ვარდნისა და აგრეთვე მილსადენებში ნავთობის ჩატვირთვისა თუ მისთვის საცავებში ადგილის მოძებნის პრობლემებიდან გამომდინარე. მსგავსი პრობლემები წარმოიქმნება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებშიც, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზიანის მასშტაბები შეედაროს იმას, რაც აშშ-ში ხდება, სადაც მენავთობეები საკუთარი ამბიციებისგან მასიურად ზიანდებიან.
კითხვაზე, ვინ გაიმარჯვებს ნავთობის ომში, უნდა აღინიშნოს კანადის სამეფო ბანკისა და ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ის სამწუხარო გამოთვლები, რომლებიც კანდური გამოცემის Financial Post-ის ჟურნალისტებმა შეაჯამეს:
„ვინ იმარჯვებს? ჩრდილოეთ ამერიკაში ნავთობმოპოვების იძულებითი შემცირება შეიძლება 5-ჯერ მეტი იყოს, ვიდრე OPEC +-ის ქვეყნებში... ჩრდილოამერიკელი ნავთობმომპოვებლები დამწუხრებულები არიან, რადგან მოსალოდნელია, რომ ნავთობის „წყალდიდობა“ დაბალ ფასებს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს... RBC Capital Markets-ი ელოდება, რომ აშშ-ში ფიქალური ნავთობმოპოვება დღეში 1,5 მილიონი ბარელით შემცირდება... პირიქით, OPEC+-ის ნავთობმომპოვებელთა შორის მხოლოდ ერაყი იქნება იძულებული, დღე-ღამეში დამატებით 300 ათასი ბარელით შეამციროს მოპოვება, ვენესუელამ კი ― 275 ათასი ბარელით. ჯერჯერობით რუსები და საუდელები, როგორც ჩანს, ბაზრის წილისთვის ომს იგებენ. თუმცა, მათ ეს ძვირი უჯდებათ, რადგან OPEC +-ის ქვეყნების უმრავლესობა დიდწილად ნავთობის მაღალ ფასებზე არიან დამოკიდებულები... მთლიანობაში, RBC და Rystad-ის მონაცემების თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკაში ამ წელში ნავთობმოპოვება შეიძლება შემცირდეს დღე-ღამეში 2,64 მილიონი ბარელით, ხოლო OPEC +-ის შემცირების მოცულობა დღე-ღამეში დაახლოებით 575 ათას ბარელს შეადგენს“.
დონალდ ტრამპი უკვე პირდება ფიქალურ კომპანიებს რამენაირად დახმარებას, თუმცა ის ადრეც დაპირდა, მაგრამ აშშ-ის კონგრესში ოპონენტებმა მას ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს, რომელთაგან ზოგი ღიად აღნიშნავს და უხარია მენავთობეთა მასობრივი გათავისუფლებები და ნავთობზე ფასების დაცემა. უახლოეს თვეებში ნავთობის ბაზრის ფასების პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ ეპიდემია დასრულდება, რაც კვლავ გაზრდის მოთხოვნასაც და ფასებსაც. თუმცა იმ მომენტამდე, როგორც დასავლური წყაროები წერენ, შეერთებული შტატებისა და კანადის ნავთობმომპოვებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ ვერ გადარჩება.
P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!