მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ელოდეთ ნავთობზე მოთხოვნის უდიდეს ვარდნას ისტორიაში: IEA-ს პროგნოზი

© photo: Sputnik / Maxim Bogodvidნავთობსაქაჩი
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) მიიჩნევს, რომ OPEC+-ის გარიგება ვერ შეძლებს მოთხოვნაზე დაფიქსირებული ვარდნის კომპენსირებას.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით, ნავთობზე მოთხოვნის ვარდნა ყველაზე დიდი იქნება ისტორიაში და დღე-ღამეში 9,3 მილიონი ბარელი გახდება, ნათქვამია ენერგეტიკის  საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებაში.

კორონავირუსის პანდემია ძლიერად ურტყამს ნავთობზე მოთხოვნას. კარანტინის გამო, როცა მაცხოვრებლების გადაადგილება შეზღუდულია, ხოლო საწარმოები დაკეტილი, საწვავის მიმართ ინტერესი მკვეთრად შემცირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ წლის მეორე ნახევარში გადაადგილებაზე შეზღუდვები გამარტივდება, ჩვენ ველოდებით, რომ 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა დღე-ღამეში 9,33 მილიონი ბარელით დაეცემა, რაც თითქმის ათწლიან ზრდას გააბათილებს“, — წერს სააგენტო აპრილის ანგარიშში.   

ასეთი ვარდნა იქნება „უდიდესი ისტორიაში“, აღნიშნავს IEA. ამგვარად 2020 წელს ნავთობზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, დღე-ღამეში 90,6 მილიონ ბარელს მიაღწევს. 

სანავთობე ტუმბო - Sputnik საქართველო
OPEC+ შეთანხმდა: ნავთობის მსოფლიო ფასმა ზრდა დაიწყო

IEA-ს სპეციალისტების გამოთვლით, აპრილში ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 1995 წლის დონეზე დაეცა დღე-ღამეში 29 მილიონი ბარელით. თუმცა მოსალოდნელია, რომ შემდგომში მოთხოვნა კიდევ შემცირდება: მაისში 26 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში, ივნისში კი — 15 მილიონ ბარელამდე.

მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ ნავთობის ფასები კვლავ დაეცა. თბილისის დროით 13:22 საათისთვის Brent-ის მარკის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობნარევზე ივნისის ფიუჩერსების ფასი 3,51%-ით დაეცა და ბარელზე 28,57 დოლარი შეადგინა. მაისის ფიუჩერსების ფასი WTI-ს მარკის ნავთობზე 2,24%-ით იაფდებოდა და ბარელზე 19,66 დოლარს შეადგენდა.

IEA-ში მიაჩნიათ, რომ OPEC+-ის გარიგება ვერ შეძლებს მოთხოვნაზე დაფიქსირებული ვარდნის კომპენსირებას, მაგრამ შეუძლია 2020 წლის მეორე ნახევარში მსოფლიოში ნავთობის რეზერვების შემცირების დაწყებას შეუწყოს ხელი.

OPEC+ 12 აპრილს შეთანხმდა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე: მაის-ივნისში დღე-ღამეში 9,7 მილიონი ბარელით, წლის მეორე ნახევარში — 7,7 მილიონი ბარელით, ხოლო შემდეგ, 2022 წლის აპრილის ჩათვლით — 5,8 მილიონი ბარელით.

ყველა ახალი ამბავი
0