Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსი ონკოლოგიური დაავადების მქონე მამაკაცმა დაამარცხა

© Sputnik / Shota Nozadzeკლინიკის მიმღები
კლინიკის მიმღები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მომენტისთვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან დღეს გადაიყვანეს.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnk.  საქართველოში 73 წლის მამაკაცმა, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, კორონავირუსი დაამარცხა. 

ტესტები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა

აღნიშნული პაციენტი ერთ–ერთია იმ სამიდან, რომლებიც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს გაწერეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

მეორე გამოჯანმრთელებული თერჯოლის, მესამე კი ვანის კლასტერს უკავშირდება.

ამ მომენტისთვის კლინიკაში 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან დღეს გადაიყვანეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 411–ს მიაღწია. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 98. გარდაიცვალა 98. კარანტინში იმყოფება 5 160, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოს ხელისუფლებამ, ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში რიგი აკრძალვები, მათ შორის, კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე) მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0