Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსისგან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიტესტები
ტესტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 411 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, კარანტინში იმყოფება 5160 ადამიანი.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა, ნათქვამია მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 411-ს მიაღწია, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

კარანტინში იმყოფება 5160 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 579 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0