ვაჟა-ფშაველას გამზირზე სროლის საქმე: პროკურატურა პოლიციელს განზრახ მკვლელობას ედავება

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, როდესაც თავისი აივნიდან დაიწყო უმისამართო სროლა, რომლის შედეგად დაიღუპა ქალი

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. პოლიციის თანამშრომელს, რომელმაც ორშაბათს საღამოს აივნიდან ისროლა და შემთხვევით მოკლა ქალი, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციელი ხელბორკილით - Sputnik საქართველო
თბილისში გაუფრთხილებლობით მკვლელობაში პოლიციელს ედება ბრალი

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დაგინდა, რომ პოლიციელი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, როდესაც თავისი აივნიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. სროლის შედეგად დაიღუპა ქალი, რომელიც თავის ბინაში იმყოფებოდა. მას ტყვია თავში მოხვდა.

თუმცა უკვე მეორე დღეს პროკურატურამ დაადგინა, რომ პოლიციელმა თავისი კუთვნილი „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან 13 გასროლა განახორციელა. ბრალდებული იმ მომენტში სახლში მარტო იმყოფებოდა.

პოლიციის თანამშრომელს განზრახ მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

ყველა ახალი ამბავი
0