თბილისში გაუფრთხილებლობით მკვლელობაში პოლიციელს ედება ბრალი

CC BY-SA 2.0 / DAVID HOLT / Police Handcuffsპოლიციელი ხელბორკილით
პოლიციელი ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში უმისამართო ცეცხლი გახსნა აივნიდან და შემთხვევით ქალი მოკლა, უკვე დაკავებულია. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. თბილისში დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ., რომელსაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება ბრალად, აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გუშინ, საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე შემთხვევითი გასროლის მსხვერპლი აღმოჩნდა ქალი, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა. ქალს ფანჯრიდან შევარდნილი ტყვია თავის არეში მოხვდა.

იარაღი - Sputnik საქართველო
„ტე­ლე­ვი­ზორ­თან იჯდა...“ - ქალი, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ცნობილი მომღერლის დედაა

გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლიციელი ნასვამი იყო, როდესაც თავისი აივნიდან უმისამართო სროლა დაიწყო. მის მიერ გასროლილი ერთი ტყვია მეზობელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შევარდა და ქალი მოკლა.

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული შეიძლება პოლიციის თანამშრომლის მიერ იყოს ჩადენილი, საქმე გამოსაძიებლად პირველ ეტაპზე პროკურატურას გადაეცა.

შესაბამისმა სამსახურებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ასევე ჩაატარეს ჩხრეკა ბრალდებულის ბინაში. ამოღებულია მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. ექსპერტებმა აიღეს ნიმუშები, დაიკითხნენ მოწმეები.

მკვლელობა თბილისში – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა>>

საქმეზე ინტენსიური გამოძიება გრძელდება. ბრალდებული დაკავებულია სსკ-ის მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ვადით, ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0