ოცნება, რომელსაც სახლში ყოფნით ფრთები არ ეკვეცება და ტაძარი, რომელიც გულშია

გამოწერა
ფრენის სურვილი ალბათ ყველა ადამიანის ქვეცნობიერშია ჩადებული, ოღონდ ყველა ვერ რისკავს მსგავსი რამ რეალურად შეიგრძნოს. ასევეა სურვილიც, რომ მშვენიერებას ეზიაროს და, უფრო მეტიც, თავადაც შექმნას ის, ოღონდ ამ შემთხვევაში სურვილის გარდა ნიჭიც აუცილებელია...

ევა აბაშიძისთვის ახლა ორივე შეგრძნება ახლობელი და უკვე განცდილია... პროფესიით რომ სტომატოლოგია, ამას ახლა მხოლოდ დიპლომი თუ ახსენებს. თვითნასწავლი მხატვარი განსხვავებული ხელწერით გამოირჩევა.

მისი ნახატების გამოფენა სახელწოდებით „თავისუფლება?“ 2010 წლის 22 თებერვალს ნიუ-იორკში გაიმართა გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების ეგიდით. მომავალში ასეთივე გამოფენას გეგმავს თბილისში, სტრასბურგში, ევროკავშირის შენობაში და ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.

© photo: courtesy of Evgenia Abashidzeევა აბაშიძე
ოცნება, რომელსაც სახლში ყოფნით ფრთები არ ეკვეცება და ტაძარი, რომელიც გულშია - Sputnik საქართველო
ევა აბაშიძე

- ქალბატონო ევა, მოლბერტამდე როგორ და როდის მიხვედით?

- ხატვა ბოლო ორი წელია დავიწყე. პროფესიით სტომატოლოგი ვარ, მაგრამ დიდი ხანია ამ პროფესიას თავი დავანებე. ხატვა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. მეგონა არ გამომივიდოდა. თუმცა ერთ დღესაც ვიყიდე ფუნჯები, ზეთის საღებავები და ვცადე. მივხვდი, რომ ხატვის პროცესი ძალიან მსიამოვნებდა და იმასაც მივხვდი, რომ თურმე შემძლებია.

- პირველი ნახატისთვის რა თემა შეარჩიეთ?

- პირველი რაც დავხატე, ჩემი ხუთი წლის კანე-კორსოს ჯიშის ძაღლი იყო. მას ედი ჰქვია და ჩემი საუკეთესო მეგობარია. ბევრ ადამიანს არ აქვს იმდენი ღირსება, როგორიც ედის. აშკარად დაიმსახურა, რომ პირველი სწორედ ის დამეხატა.

© photo: courtesy of Evgenia Abashidzeევა აბაშიძის შემოქმედება
ოცნება, რომელსაც სახლში ყოფნით ფრთები არ ეკვეცება და ტაძარი, რომელიც გულშია - Sputnik საქართველო
ევა აბაშიძის შემოქმედება

- ნიუ-იორკში გამართულ ნახატების გამოფენას დაარქვით „თავისუფლება?“ - აქ აქცენტი კითხვის ნიშანზეა?

- ალბათ, აგიხსნით რატომაც. ადრეც და დღესაც ხშირად დავდივარ უცხოეთში, სადაც ხშირად მისვამენ კითხვას - საიდან ვარ. ადრეულ წლებში საქართველოს ხსენებაზე ყოველთვის ერთი და იგივე რეაქცია ჰქონდათ - ეს რუსეთია? რაც ყოველთვის პროტესტს იწვევდა ჩემში. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემი სათქმელი ასე გამომეხატა: დავხატე ყველა ის ქვეყანა, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. რადგან ამგვარი მოსაზრებისგან ბევრი დღესაც არ არის გათავისუფლებული, ამიტომ დავარქვი ჩემს გამოფენას "თავისუფლება?" კითხვის ნიშნით...

- პიროვნული თავისუფლება ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით ხელოვანისთვის ფასეულია, რას მოიცავს იგი?

- დიახ, პიროვნული თავისუფლება ის ფენომენი და ემოციაა, რომელიც თავის თავში მოიცავს ღირსებას, მიზნისკენ სწრაფვას, ბედნიერების სურვილს, სიხარულის შეგრძნებას, მეამბოხე ხასიათს, საღ გონებას და, რაც მთავარია, სიყვარულს. ოღონდ ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი იმ შემთხვევაშია ღირებული, თუ უანგაროა და გულიდან მოდის. მხოლოდ მაშინაა პიროვნება თავისუფალი და თავისუფალ ქვეყანასაც სწორედ ასეთი ადამიანები შექმნიან.

© photo: courtesy of Evgenia Abashidzeევა აბაშიძე
ოცნება, რომელსაც სახლში ყოფნით ფრთები არ ეკვეცება და ტაძარი, რომელიც გულშია - Sputnik საქართველო
ევა აბაშიძე

- ერთხელ თავისუფალ სივრცეში ფრენაც სცადეთ, ცალ ხელზე „საქართველო“ გეწერათ, მეორეზე - „თბილისი“, როგორია ფრენით გამოწვეული შეგრძნება?

- ეს იყო ჩემი მცდელობა, რომ სიმაღლის შიში აღარ მქონოდა. ამიტომ გადავწყვიტე შიში ისევ სიმაღლით დამეძლია. ეს მოხდა დუბაიში. ბოლომდე მეგონა, ვერ გავბედავდი და თვითმფრინავიდან ვერ გადმოვხტებოდი. თუმცა მე თვითონ გავოცდი, როცა შიშის ნაცვლად უსაზღვრო სიამოვნება განვიცადე. თანაც სწორედ იქამდე, ვიდრე პარაშუტს გახსნიდნენ. მაშინ აშკარად ვიგრძენი, თურმე რა ბედნიერები არიან ფრინველები ფრენა რომ შეუძლიათ. აი, პარაშუტის გახსნის მერე კი მოვიწყინე. ეს შეგრძნება წამებში განვიცადე, უბრალოდ გვიან გავაცნობიერე. სიმაღლის შიში კი მიწიდან მაღლა, ჰაერშივე დავტოვე...

© photo: courtesy of Evgenia Abashidzeევა აბაშიძის შემოქმედება
ოცნება, რომელსაც სახლში ყოფნით ფრთები არ ეკვეცება და ტაძარი, რომელიც გულშია - Sputnik საქართველო
ევა აბაშიძის შემოქმედება

- ფრენის ოცნება აისრულეთ, კიდევ რაზე ოცნებობთ?

- ვოცნებობ მქონდეს იმდენი შესაძლებლობა, რომ ბავშვებსა და მოხუცებს ავუსრულო ოცნება. ისინი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს, სუფთა არსებები არიან და იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას და ბედნიერების შეგრძნებას...

© photo: courtesy of Evgenia Abashidzeევა აბაშიძის შემოქმედება
ოცნება, რომელსაც სახლში ყოფნით ფრთები არ ეკვეცება და ტაძარი, რომელიც გულშია - Sputnik საქართველო
ევა აბაშიძის შემოქმედება

- ოფიციალურად ევგენია გქვიათ, პირველი ქალის სახელი რატომ დაირქვით?

- ასე მეგობრებმა შემარქვეს და წლებია ამ სახელით მომმართავენ. ისე, თუ წარმოსახვას მოვუხმობთ, ჩემი აზრით, ევა ძალიან საინტერესო ადამიანი იქნებოდა. მთლად ადამიანადაც არ წარმომიდგენია. ჩემს ფანტაზიაში ის მისტიკური არსებაა, რომელშიც სიკეთეც არის და ცდუნებაც. მას ალბათ თავდაჯერებული გამომეტყველება ექნებოდა და მუდმივად მოღიმარი სახე, ღრმა და მრავლისმთქმელი თვალები. საკმაოდ ძლიერი ქალი იქნებოდა. ის თვისებები, რაც ჩამოვთვალე, ქვეცნობიერად მეც მინდა რომ მქონდეს...

- როგორია სახლში დარჩენის დადებითი მხარე?

- სახლში გამოკეტვით ოცნებას და შემოქმედებით ფანტაზიას ფრთები არ ეკვეცება. ბევრს ვფიქრობ, ვხატავ, ბავშვებთან მეტ დროს ვატარებ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე გადაივლის. მომავალში ხატვის გაგრძელებას ვაპირებ. კიდევ, როგორც კი „კოვიდ-19“-სგან გავთავისუფლდებით, საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ვგეგმავ.

© photo: courtesy of Evgenia Abashidzeევა აბაშიძის შემოქმედება
ოცნება, რომელსაც სახლში ყოფნით ფრთები არ ეკვეცება და ტაძარი, რომელიც გულშია - Sputnik საქართველო
ევა აბაშიძის შემოქმედება

- აღდგომა რა არის თქვენთვის?

- აღდგომა ისეთი დღესასწაულია, როდესაც სიცოცხლისა და სიხარულის შეგრძნება განსაკუთრებით მიმძაფრდება. თან მას ახლავს გაზაფხული, რომელიც სიცოცხლესა და სიახლეებთან ასოცირდება. აღდგომის დღეს სახლში შევხვდი, რადგან მჯერა, რომ ტაძარი ჩემს გულშია, ხსნის გზა კი იესო ქრისტეს სიტყვებში...

ყველა ახალი ამბავი
0