Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliმოსახლეობის თერმოსკრინინგი
მოსახლეობის თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლნისი და მარნეული საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტებია, სადაც 23 მარტს საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ახალი მონაცემების თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან. 

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
საქართველოს რომელი რეგიონები გადაურჩა კორონავირუსს

მისი სიტყვებით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობით ბოლნისი ლიდერობს, სადაც კორონავირუსი 52 ადამიანს დაუდასტურდა, შემდეგ მოდის მარნეული – 15 და რუსთავი – 8 ინფიცირებული.

როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, ბოლნისში გამოვლენილი ოთხი ახალი შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს უკავშირდება.

„რუსთავში, მარნეულსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ვინარჩუნებთ სტაბილურ მდგომარეობას. გამოჯანმრთელებული გვყავს ცხრა და ამ კვირის ბოლომდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზრდება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ბოლნისი და მარნეული საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტებია, სადაც 23 მარტს კარანტინი გამოცხადდა.

20 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 93, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0