საქართველოში „თვითიზოლაციის ინდექსის“ მაჩვენებელი რეგიონში ყველაზე მაღალია

გამოწერა
Yandex-ის თვითიზოლაციის რუკა აჩვენებს საკარანტინო პირობების შესრულების დონეს რუსეთის იმ ქალაქებში, სადაც 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დსთ-ის სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს დედაქალაქში.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითიზოლაციის რეჟიმს იცავს და სახლში რჩება, ნათქვამია კომპანია Yandex-ის „თვითიზოლაციის ინდექსში“.

Yandex-ის თვითიზოლაციის რუკა აჩვენებს საკარანტინო პირობების შესრულების დონეს რუსეთის იმ ქალაქებში, სადაც 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დსთ-ის სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს დედაქალაქში – თბილისში. მის შესაქმნელად ხდება საქალაქო აქტივობის შედარება მოცემულ პერიოდსა და კორონავირუსის ეპიდემიამდე პერიოდს შორის. 
მოსახლეობის თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო
ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

Yandex-ის ინფორმაციით, თბილისში ორშაბათს, 20 აპრილს, ადგილობრივი დროით 16:20 საათისთვის თვითიზოლაციის ინდექსი „მწვანე ზონაშია“ და 4,6 ქულას შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ დედაქალაქის ქუჩებში თითქმის არ მოძრაობენ ადამიანები, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი დაყვანილია მინიმუმამდე.

მაქსიმალური ქულა, რომელიც კვლევაში მონაწილე ქვეყნებს ენიჭება, 5-ია. 

სერვისი „თვითიზოლაციის ინდექსის“ სამ მდგომარეობას აჩვენებს. 0-დან 2,9 ქულამდე – ქალაქები „წითელ ზონაში“, რაც ნიშნავს, რომ ქუჩებში ძალიან ბევრი ხალხია. 3-დან 3,9 ქულამდე – „ნარინჯისფერი ზონა“, რაც ნიშნავს, რომ ქუჩებში ბევრი ხალხია. „მწვანე ზონაში“ შედიან ქალაქები, რომელთაც მინიჭებული აქვთ 4-დან 5 ქულამდე – ქუჩაში ხალხი თითქმის არ დადის.

მოსკოვს „თვითიზოლაციის ინდექსში“ 3,1 ქულა, ბაქოს – 3,5, ხოლო ერევანს 2,6 ქულა აქვთ მინიჭებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღე-ღამეში ხუთი ადამიანით გაიზარდა – ინფიცირებულთა რაოდენობამ 399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 93, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

თურქეთიდან და სომხეთიდან კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში კიდევ სამი პაციენტი გადმოიყვანეს. კარანტინში იმყოფება 4 782 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 503.

ყველა ახალი ამბავი
0