Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსი ექვსი ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიკარანტინის ცენტრი რუსეთში
კარანტინის ცენტრი რუსეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 361-ს მიაღწია

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 6060 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ნათქვამია პორტალზე стопкоронавирус.рф.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები 78 რეგიონში დაფიქსირდა.

მოსკოვის ხედები - Sputnik საქართველო
პუტინი: რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია სრულად კონტროლდება

ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ რუსეთის 85 რეგიონში 42 853 ადამიანს მიაღწია. ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში. ერთ დღე-ღამეში რუსეთის დედაქალაქში 3570 ადამიანი დაავადდა.

ინფიცირებულთა ზრდის მიხედვით მეორე ადგილზეა მოსკოვის ოლქი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 709 შემთხვევა გამოვლინდა. მესამეზეა ნიჟეგოროდის ოლქი, სადაც 129 ინფიცირებულია. პეტერბურგში კორონავირუსის დიაგნოზი 114 პაციენტს დაუდგინეს.

რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 361-ს მიაღწია.

ექიმებმა 3291 პაციენტის განკურნება შეძლეს.

ყველა ახალი ამბავი
0