პუტინი: რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია სრულად კონტროლდება

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის ხედები
მოსკოვის ხედები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის დროს ხელისუფლება წინსწრებით მუშაობს, ხოლო საზოგადოება საერთო საფრთხის წინაშე ერთიანდება

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლების ყველა რგოლი მუშაობს რითმულად, ორგანიზებულად და პასუხისმგებლიანად, ამ სიტყვებით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას სააღდგომო მილოცვის დროს, რომელიც კრემლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

„სიტუაცია სრულად კონტროლდება. მთელი ჩვენი საზოგადოება საერთო საფრთხის წინაშე ერთიანდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 72 წელიწადისადმი მიძღვნილი აღლუმი - Sputnik საქართველო
გამარჯვების აღლუმი 9 მაისს არ შედგება, განაცხადა პუტინმა

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მუშაობა წინსწრებით მიმდინარეობს. ყველა ზომა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ეკონომიკის მხარდასაჭერად საჭიროებს დამატებით და დიდ რესურსებს, რომელიც რუსეთს გააჩნია.

მოსკოვი გულდასმით აანალიზებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან.

„რუსეთი ღირსეულად გაივლის ამ განსაცდელს. ამაში არანაირი ეჭვი არ გვეპარება”, - განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტმა მიულოცა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც თავისი გულის გამოძახილით ახლობლებს ეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0