Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში კოვიდინფიცირებულებს ოთხი კლინიკა იღებს: ინფექციური საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ბოჭორიშვილის კლინიკა და რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. თბილისის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი, აქედან სამი - ახალი შემთხვევაა, იუწყება კლინიკის პრესსამსახურის განყოფილება.

ორი ახალი პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოში თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან, ერთი კი ტუბერკულიოზის ცენტრიდან.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა

საერთო ჯამში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 68 პაციენტი, საიდანაც 36 კოვიდინფიცირებულია.

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 90 პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

კლინიკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს 9 პაციენტი, თერაპიულში - 81 პაციენტი. აღსანიშნავია, რომ დღეს ერთი პაციენტი გაეწერა კლინიკიდან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ მათ კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.

თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი სუსტდება? ქართველი ინფექციონისტის პასუხი

დღეისათვის კოვიდინფიცირებულებს თბილისში ოთხი კლინიკა იღებს: ინფექციური საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ბოჭორიშვილის კლინიკა და რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო. ოთხივე დაწესებულება ყოველდღიურად COVID-19-ის მქონე პაციენტების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აბარებს.

19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში ექიმების დაკვირვების ქვეშ - 547.

ყველა ახალი ამბავი
0