Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი სუსტდება? ქართველი ინფექციონისტის პასუხი

© Sputnik / STRINGERთერმოსკრინინგი
თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსული ინფექცია COVID-2019 მუტაციას განიცდის, ამის გამო დაავადების სიმპტომები სუსტდება

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის და მისი სიმპტომები შეიძლება შემსუბუქდეს, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.

თურქეთში 107 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა >>

სპეციალისტის თქმით, ეს ახალი ვირუსია და რაიმე ასპროცენტიანი გრძელვადიანი დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია.

„დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ კორონავირუსს უკვე მცირე ცვლილებები გაუჩნდა, რასაც ისინი მუტაციას ეძახიან, რომელიც შესაძლოა ასოცირებული იყოს კლინიკურად უფრო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების განვითარებაზე“, - განაცხადა ზახაშვილმა პირველი არხის ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეზინფექციის მეთოდი კორონავირუსის შემთხვევაში ძალიან ეფექტურია. ზახაშვილმა ჩინეთის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც ეს მეთოდიკა გამოიყენა და საოცარი ძალები ჩადო ამ დაავადების შეკავებაში.

„სადეზინფექციო საშუალებები და დასუფთავების მექანიზმები ერთნაირად ეფექტურია როგორც ყველა ამ ვირუსისადმი, ასევე ახალი კორონავირუსის მიმართ. შესაბამისად დეზინფექცია, გასუფთავება და სისუფთავე არასოდეს ყოფილა ზედმეტი და მჯერა, რომ თუ ამ მეთოდებს მივსდევთ, ჩვენ სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელებას შევაკავებთ“, - განაცხადა ზახაშვილმა.
სალაროსთან  - Sputnik საქართველო
სუპერმარკეტ  „სმარტის“ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის ეპიდემიამ, რომელმაც COVID-19-ით დაინფიცირება გამოიწვია, მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოედო. მსოფლიოში უკვე 2 322 308 ადამიანია დაინფიცირდა, აქედან 159 667 გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დააწესა. ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კარანტინის საათი მოქმედებს.

ამ დროისათვის COVID-19-ის დიაგნოზი 388 ადამიანს დაუსვეს, აქედან 86 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა. კარანტინზე 4971 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 546. კიდევ სამი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში სამკურნალოდ ჩამოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0