Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა სტაბილურია, მათგან 60%-ს პნევმონია აღენიშნება

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს, ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა არ გაუარესებულა, განაცხადა კლინიკის ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები შაბათის შემდეგ არ შეუყვანიათ.

სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება

„დილის მონაცემებით ჯერჯერობით ჩვენთან ახალი პაციენტები არ გადმოუყვანიათ. ამ ეტაპზე ინფექციურში იმყოფება 45 პაციენტი. მათგან ოთხის მდგომარეობა  ფასდება როგორც მძიმე, თუმცა დინამიკაში არ გაუარესებულა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მათ დიდ ნაწილს, 60 პროცენტამდე აღენიშნებათ პნევმონია, მაგრამ მათი მდგომარეობაც ამ ეტაპზე არის სტაბილური, შესაბამისი მკურნალობა და კვლევები უტარდებათ“, – განაცხადა გოგინავამ.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული არასრულწლოვანი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია და საშუალო სიმძიმისაა.

სამოქალაქო უპასუხისმგებლობა, თუ...საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის კიდევ 230 ფაქტი >>

19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 394 ადამიანს, აქედან 86 გამოჯანმრთელდა. შაბათს კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. 74 წლის ქალი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა და მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო ჩართული. ის კლინიკაში 8 აპრილს შეიყვანეს. მედიკოსების თქმით, მას ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0