შეზღუდვების დარღვევა და დაპირისპირება პოლიციასთან - ვარკეთილში ექვსი პირი დააკავეს - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, რითაც მათ სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა დაარღვიეს

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. ვარკეთილში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევისა და პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, ექვსი პირი დააკავეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს შსს-ში.

თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, რითაც მათ სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა დაარღვიეს.

მოქალაქეები პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რასაც სიტუაციის გამწვავება და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
სამოქალაქო უპასუხისმგებლობა, თუ...საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის კიდევ 230 ფაქტი

გამოძიება ორი პირის მიმართ დაწყებულია სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილს ჯგუფის მიერ ძალადობით ან ძალადობის მუქარას. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

ამასთან, კიდევ ოთხი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას და იწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარიდან 4 ათას ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო
საქართელოს მასშტაბით სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ. ასევე 10 დღით აიკრძალა სასაფლაოებზე გასვლა. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი ამოქმედდა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში სპეციალური ნებართვის გარეშე ქუჩაში გასვლა აკრძალულია.  17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით კომენდანტის საათის დროს გადაადგილებაზე დაშვებული საშვის გარეშე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებაც აიკრძალა. აგრეთვე, საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გამოჩენა აიკრძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

 

ყველა ახალი ამბავი
0