Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართელოს მასშტაბით სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ

© photo: Sputnikკუკიის სასაფლაო
კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის დადგენილებით, აკრძალვა არ ეხება მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოში, სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები დაწესდა. საქართველოს მთავრობის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.

მთავრობის დადგენილებით, აკრძალვა არ ეხება მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

სამართალდამცველები თბილისის სასაფლაოების შესასვლელებს აკონტროლებენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინე პირობები მოქმედებს, დილიდან სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

იმერეთში სასაფლაოების შესასვლელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

აღდგომა საქართველოს მთავარ ტაძარში - მორწმუნეები სამებაში ღვთისმსახურებას დაესწრნენ - Sputnik საქართველო
აღდგომა საქართველოს მთავარ ტაძარში - მორწმუნეები სამებაში ღვთისმსახურებას დაესწრნენ

ამასთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დილიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სასაფლაოებზე მონიტორინგს პირადად ახორციელებს.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, სააღდგომო ლიტურგიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით ეკიდება.

ასევე, პოლიცია მობილიზებულია კახეთის რეგიონის სასაფლაოებთან და ამ დრომდე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, საპოლიციო კონტროლი რეგიონის ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხვალაც გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0