ახალი კორონავირუსი COVID-19-ის ინფიცირების გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში საკომენდანტო საათი მოქმედებს, გამოცხადებულია საგანგებო რეჟიმი და კარანტინი.
მორწმუნეების ნაწილი, აღდგომის აღსანიშნავად, მაინც წავიდა ტაძრებში. ისინი ტაძრის ტერიტორიაზე საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმყოფებოდნენ. ეკლესიებში იმაზე ნაკლები მლოცველი მივიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მორწმუნეების დიდმა ნაწილმა დღესასწაულზე სახლში დარჩენა და ოჯახთან ერთად აღნიშვნა არჩია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 394 შემთხვევა, მათგან 86 უკვე გამოჯანმრთელდა, ოთხი კი - გარდაიცვალა.