მორწმუნეები, რომლებიც შაბათს 9 საათზე აღდგომის აღსანიშნავად მივიდნენ, გაფრთხილებულები იყვნენ, რომ დილის 6 საათამდე სამების ტერიტორიას ვერ დატოვებდნენ.
ტაძარში აუცილებელი დისტანციის დაცვით დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა, კიდევ რამდენიმე ასეული იდგა გარეთ, რომლებიც ასევე იცავდნენ დისტანციას. ყველა მორწმუნე პირბადით იყო, ზოგიერთი მათგანი კი ხელთათმანებითაც.
აღდგომის წინა დღეს ყველა ეკლესიასთან წესრიგის დასაცავად პოლიციის დამატებითი ძალები იდგნენ. ზოგიერთ ეკლესიაში შესვლამდე მორწმუნეები თერმოსქრინინგს გადიოდნენ.
18 აპრილისათვის საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 385 შემთხვევა, მათ შორის 152 ბოლო კვირაში გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების აქტიური ფაზა დაიწყო.

აღდგომას ტაძარში შესასვლელად მორწმუნეები ვალდებულები იყვნენ კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო დაეცვათ დისტანცია

სამებაში ღვთისმსახურებისას მორწმუნეები ერთმანეთისგან ორი მეტრის დაშორებით იდგნენ

ბევრ ეკლესიაში მორწმუნეებმა თერმოსქრინინგიც გაიარეს

ტაძარში ყოფნისას სავალდებულო იყო ნიღბის ქონა

მანამდე ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მოუწოდეს, არ მისულიყვნენ დღესასწაულზე ეკლესიაში

სამებაშ მისულთაგან უმეტესობა ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები იყვნენ

ადრინდელთან შედარებით, ასაკოვანი ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად ცოტა იყო

ჯამში სამებაში დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესობა ეკლესიის გარეთ იდგა

ტაძარში, ერთმანეთისგან ორ-ორი მეტრის დაშორებით დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა

ტაძარში ღვთისმსახურების დროს დისტანციის დაცვა სავალდებულო იყო

ტაძრის ტერიტორიაზე მყოფები ასევე იცავდნენ დისტანციას ერთმანეთისგან

აღდგომას ყველა ეკლესიის ტერიტორიაზე დადგენილი წესების დასაცავად პოლიციის თანამშრომლები განთავსდნენ

იმისათვის, რომ მორწმუნეებს მარტივად გაეგოთ, სად უნდა მდგარიყვნენ, მიწაზე სპეციალური ნიშნულები იყო დატანილი

სამებაში აღდგომის აღსანიშნავად მისულებს დილამდე მოუწიათ იქ ყოფნა

ხელისუფლებამ მოქალაქეები წინასწარ გააფრთხილა, რომ საკომენდანტო საათის გამო მათ დილის 6 საათამდე ტაძრის ტერიტორიაზე მოუწევდათ ყოფნა

მათ, ვინც დგომით იღლებოდა, სკამებს აძლევდნენ

17/17
© photo: Sputnik / Stringer
სააღდგომო ღვთისმსახურების დროს სამებაში ასეთი სიცარიელე აქამდე არასდროს ყოფილა. ადრე ამ დღეს ასობით და ათასობით ადამიანი ესწრებოდა ღვთისმსახურებას