პური არ გაძვირდება - საქართველოს ხელისუფლება ხორბლის იმპორტიორებს დაეხმარება

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშიმარცვეულის მოსავლის აღება
მარცვეულის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, საქართველოს იმპორტიორები სახელმწიფოსგან სუბსიდიის მიღებას შეძლებენ

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ ხორბლის და პირველი ხარისხის ფქვილის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

ექსპერტი: საქართველო რუსეთისგან ხორბალს სტაბილურად ყიდულობს >>

პროგრამის მიზანია, რომელზეც 5,2 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, არასაფურაჟე ხორბლისა და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებაა.

პროგრამის პირობების თანახმად, იმპორტიორი, რომელიც საქართველოში შემოიტანს არანაკლებ 2 000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალს, სახელმწიფოსგან ერთ ტონა ხორბალზე მიიღებს არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

პურფუნთუშეული - Sputnik საქართველო
პურზე ფასი არ გაიზრდება – სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს

აღნიშნული დადგენილებით, თითოეულ იმპორტიორთან გაფორმდება სპეციალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იქნება შესაძლებელი სუბსიდიის მიღება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 40 000 ტონა ხორბლის  იმპორტის სუბსიდირება.

იმპორტიორი ვალდებულია, პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზაცია განახორციელოს ერთ 50 კგ-იან ტომარაზე არაუმეტეს 51 ლარად, სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

დადგენილი ფასის გაზრდის სანაცვლოდ იმპორტიორს მოუწევს სუბსიდიის დაბრუნება და არანაკლებ 50 000 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა.

სუბსიდიის მიღების მსურველ იმპორტიორთა განაცხადების მიღება 20 მაისს დასრულდება.

დღეისათვის მსოფლიოში ერთი ტონა ხორბლის ფასი 213-დან 250 დოლარამდე მერყეობს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ექსპერტები ფასების ზრდას და მთელი რიგი ქვეყნების მხრიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვებს ელოდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0