Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

წყნეთში ტაძარი დაიკეტა – მრევლის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

© Sputnik / STRINGERეკლესიაში
ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილია, რომ ინფიცირებული ხარების დღესასწაულზე ტაძარში იმყოფებოდა და აღსარებაც ჩააბარა. ამჟამად ტაძრის სასულიერო პირები კარანტინში არიან გადაყვანილი.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. წყნეთის ტაძარი დაიკეტა, რადგან მრევლის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა>>

ტელეარხის ცნობით, დაავადებული საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრის თანამშრომელია, ასევე ცნობილია, რომ ის ხარების დღესასწაულზე ტაძარში იმყოფებოდა და აღსარებაც ჩააბარა.

წვეთოვანი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით სასულიერო პირი დაავადდა

ამ დროისათვის ტაძრის სასულიერო პირები კარანტინში იმყოფებიან.

საქართველოში, მიუხედავად მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მძვინვარებისა, ღვთისმსახურება გრძელდება. საპატრიარქომ უფრო ადრე განაცხადა, რომ აღდგომასთან დაკავშირებული ყველა ღვთისმსახურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი თბილისის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 370-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 77 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 558 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0