Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ყოველდღე დავდიოდი სასაფლაოზე და ეკლესიაში, მაგრამ ახლა ვრჩები სახლში“ - ემოციური ფოტო

© photo: Sputnikსაშობაო წირვა-ლოცვა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება
საშობაო წირვა-ლოცვა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი მთვარაძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ 8 წლის დემე დაკარგა, საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ემოციურ ფოტოს აქვეყნებს.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი ნინი მთვარაძე გასულ წელს თავისი შვილის დემეს გადარჩენისთვის იბრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში დამარცხდა. მისი შვილი, 8 წლის დემე რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ახლა ნინი აქტიურად არის ჩართული სხვა პატარების გადასარჩენად ბრძოლაში.

ცოტა ხნის წინ ნინიმ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ ყოველდღე მის საფლავზე და ეკლესიაში დადიოდა, თუმცა ახლა, ახლობლებისა და საკუთარი თავის გამო თავს იკავებს ამისგან.

მისი თქმით, ფოტოზე აღბეჭდილია კორონავირუსით გარდაცვლილი 13 წლის ბრიტანელი ბიჭის დაკრძალვა, რომელსაც მისი მშობლები ვერ დაესწრნენ.

ეკლესიაში - Sputnik საქართველო
წყნეთში ტაძარი დაიკეტა – მრევლის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევა არის დადასტურებული. საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე უცხოეთიდან არის სამკურნალოდ გადმოყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს კომენდანტის საათი. არსებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს დღეიდან კიდევ დაემატა ახალი აკრძალვები.

კერძოდ, 17 აპრილის 12:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. დაიკეტა ყველა სასაფლაო ათი დღით. ასევე 17 აპრილიდან საქართველოში აუცილებელი ხდება სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეში. აკრძალვებისა და შეზღუდვების დარღვევისთვის სოლიდური ჯარიმებია გათვალისწინებული.

ყველა ახალი ამბავი
0